დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016252 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/10/2014; 010250050.35.148.016233) „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბ) ქვეპუნქტი: „ბ) წერითი დავალება“ და დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს ერთ-ერთ ან რამდენიმე ეტაპს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება“. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს: გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბ) ქვეპუნქტი: „ბ) წერითი დავალება“ და დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით: ა) სხვადასხვა სახის ტესტირება; ბ) გასაუბრება“. დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს ახალი №2 დანართით. (დანართი №2 თან ერთვის 1 ფურცლად). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია
|
კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასების ფორმა
_______________________________________________შესარჩევი კონკურსი (თანამდებობის დასახელება)
№-------------- კანდიდატის სახელი და გვარი ---------- --------------------------- პ/ნ ----------------------------------- პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასება* შემფასებლის კომენტარი სუსტი 1 ქულა ----------------------------------------------------------------------------------------------------- საშუალო 2 ქულა ------------------------------------------------------------------------------------------------------ ძლიერი 3 ქულა ------------------------------------------------------------------------------------------------------ შემფასებლის სახელი, გვარი: _______________________________ შემფასებლის ხელმოწერა: _________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები