ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.018440
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55
12/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
340170000.10.003.018440
ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2015 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარი­ისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური  წესი“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-10 მუხლის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი,  21-ე მუხლის  მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესი

 

თავი I.   ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისა და განხორციელების წესს.

2. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა და გადამუშავებაზე, ასევე ნანადირევზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ:

ა) სასაკლაოზე და სასაკლაოს გარეთ გადაუდებელ დაკვლაზე, გარეული ცხოველების მოშენების წარმოების ადგილზე, იმ საწარმოებზე, სადაც ხორციელდება ხორცის დანაწილება, დანაწევრება, ნაჭრებად დაჭრა, ძვლის გამოცლა;

ბ) ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების და თევზჭერის პროდუქტების წარმოება/გადამუშავებაზე;

გ) ნედლი რძის წარმოებაზე, ნედლი რძის შემკრებ პუნქტამდე.

3. ამ წესით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება იმ საქმიანობასა და პირზე, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი“.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომპეტენტური ორგანო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესით დადგენილი სახელმწიფო კონტროლი;

 ბ) სახელმწიფო ვეტერინარი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმი, რომელსაც უფლებამოსილებას ანიჭებს სააგენტო;

გ) ავტორიზებული ვეტერინარი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს საწარმოში სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის კონკრეტული ამოცანების განხორციელების უფლებამოსილება;

დ) ვეტერინარი ტექნიკოსი - პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი და საქმიანობს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ; 

ე) ჯანმრთელობის ნიშანდება - აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა, ამ წესის შესაბამისად, გაიარა დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო დაკლულმა ცხოველის ტანხორცმა და შიგნეულმა - დაკვლისშემდგომი შემოწმება;

ვ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ცური, ფეხები, ხორცის ჩამონაჭრები, რომლებიც მიიღება დაკვლის შემდგომ;

ზ) განადგურება - ცხოველის ლეშის ან დაკლული ცხოველის ტანხორცის, ორსადგულიანი მოლუსკების, თევზჭერის პროდუქტების სურსათად უვარგისად მიჩნეული ნაწილების დამარხვა, დაწვა, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება ან მათი ნებისმიერი კომბინაცია;

თ) განსაკუთრებული რისკის მასალა - მასალა, რომელიც მიღებულია ისეთი მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველისგან, რომელიც წარმოშობილია რეგიონში, სადაც დადგენილია ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობა ან იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ არის გამოკვლეული ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობაზე. მათ შორის:

თ.ა) 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - თავის ქალა ტვინით და თვალებით (ქვედა ყბის გარეშე), ზურგის ტვინი;

თ.ბ) 30 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ხერხემლის სვეტი, გარდა კუდის მალებისა, კისრის, გულმკერდის, წელის მალები გრძივი და განივი მორჩებით, გულმკერდის შუასაყარი;

თ.გ) ყველა ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავები თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორ ნაწლავამდე, მეზენტერიუმი (წვრილი ნაწლავის ჯორჯალი);

თ.დ) 12 თვეზე მეტი ასაკის ან იმ წვრილფეხა ცხოველისათვის, რომელსაც მუდმივი საჭრელი კბილი (ეშვი) ამოჭრილი აქვს - თავის ქალა ტვინით და თვალებით, ნუშურა ჯირკვლები, ზურგის ტვინი;

თ.ე) ყველა ასაკის წვრილფეხა ცხოველისათვის - ელენთა და წვრილი ნაწლავის დაბოლოება.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ (შემდგომში - სპეციალური წესი) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი 3. სახელმწიფო კონტროლის ზოგადი პრინციპები

1. ბიზნესოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო ვეტერინართან და უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფო ვეტერინარის დაშვება საწარმოს ტერიტორიაზე, ყველა შენობა-ნაგებობაში, სათავსში, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან;

ბ) ნებისმიერი დოკუმენტისა და ჩანაწერის ხელმისაწვდომობა ამ წესით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებისათვის.

2. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:

ა) სპეციალური წესით, „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას, რომლის დროსაც შემოწმებული უნდა იქნეს:

ა.ა) ინფორმაცია სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ;

ა.ბ) აღჭურვილობა-მოწყობილობების განლაგება და ექსპლუატაცია, სათავსების, ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრულობა;

ა.გ) ჰიგიენის პირობები საწარმოო პროცესის დაწყებამდე, განხორციელებისას და დამთავრების შემდეგ;

ა.დ) მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენა;

ა.ე) სწავლებები ჰიგიენისა და სამუშაო პროცედურების შესახებ;

ა.ვ) მწერებთან და სხვა მავნებლებთან ბრძოლა;

ა.ზ) გამოყენებული წყლის ხარისხი;

ა.თ) ტემპერატურის კონტროლი;

ა.ი) საწარმოში მიწოდებული და საწარმოდან გამოსული სურსათი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტი;

ბ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველური პროდუქტებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას;

გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) (შემდგომში - HACCP) სისტემის შემოწმებას, იმ ბიზნესოპერატორებთან, რომელებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან დანერგონ აღნიშნული სისტემა, რომლის დროსაც დგინდება ბიზნესოპერატორის მიერ ამ სისტემის მუდმივად და სათანადო გამოყენებით უზრუნველყოფილია თუ არა ცხოველური წარმოშობის სურსათის:

გ.ა) შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებთან;

გ.ბ) HACCP-ის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებებისა და აკრძალული ნივთიერებების შემცველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან;

გ.გ) ფიზიკური საფრთხეებისაგან, მათ შორის, უცხო სხეულებისაგან დაცვა;

გ.დ) HACCP-ის სახელმძღვანელო მითითებების შესრულება.

3. მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის, უნდა შემოწმდეს ჯანმრთელობის ნიშანდებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

თავი II. ახალი ხორცი

 

მუხლი 4. ახალი ხორცი

1. სასაკლაოს და იმ საწარმოების სახელმწიფო კონტროლის დროს, რომლებიც ახორციელებენ ხორცის დანაწილებას, დანაწევრებას, ნაჭრებად დაჭრას, ძვლის გამოცლას ბაზარზე განთავსების მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარი, ვალდებულია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სპეციალური წესით გათვალისწინებული ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

ბ) ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება;

გ) დაკლული ცხოველის ტანხორცის და შიგნეულის დაკვლისშემდგომი შემოწმება;

დ) განსაკუთრებული რისკის მასალისა და სხვა სუბპროდუქტების შემოწმება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;

ვ) ცხოველის კეთილდღეობის შემოწმება;

ზ) ამ წესის მე-4 თავით დადგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტან–ხორცზე, რომელიც იჭრება ორ ან მეოთხედ ნაწილად, ხოლო ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაწილი იჭრება არა უმეტეს სამ ნაჭრად, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის ნიშანდება ამ წესის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად. ჯანმრთელობის ნიშანდება ხდება სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით, როდესაც ზედამხედველობის შედეგად დადგინდება, რომ ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის შემდეგ სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს ამ წესის მე–3 თავით გათვალისწინებული ქმედებები.

4. ვეტერინარ ტექნიკოსს უფლება აქვს დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ვეტერინარს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისას.

5. ბიზნესოპერატორის თანამშრომელს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლება აქვს განახორციელოს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ფრინველის და ბოცვრისებრთა ხორცის წარმოებისას, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით და მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევის შესახებ.

6. მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის, სასაკლაოს წარმადობისა და ტიპის მიხედვით, სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.

 

მუხლი 5. სახელმწიფო ვეტერინარის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად შეამოწმოს:

ა) ბიზნესოპერატორის მიერ სუბპროდუქტების, ასევე მაღალი რისკის მასალის შეგროვების, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, გამოყენების ან განადგურების, განკარგვის პირობებისა და პროცედურების დაცვა;

ბ) HACCP-ის სისტემით გათვალისწინებული პროცედურები უზრუნველყოფს თუ არა, რომ ახალი ხორცი:

ბ.ა) არ შეიცავს პათ-ანატომიურსა და პათ-ფიზიოლოგიურ ანომალიებსა ან ცვლილებებს;

ბ.ბ) არ არის ფეკალურად ან სხვაგვარად დაბინძურებული;

ბ.გ) არ შეიცავს განსაკუთრებული რისკის მასალას;

გ) დასაკლავად განკუთვნილ ცხოველთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სერტიფიკატი ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის (დანართი N1) და ასევე, ცხოველის წარმოშობის ადგილზე, სახელმწიფო ვეტერინარის ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგების ამსახველი დოკუმენტები ამ ცხოველის მიმართ;

დ) თუ ბიზნესოპერატორს დანერგილი აქვს რომელიმე სისტემა, მათ შორის HACCP–ის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც დადასტურებულია დამოუკიდებელი მესამე მხარის მხრიდან სერტიფიკატით ან სხვა საშუალებით, გაეცნოს და მხედველობაში მიიღოს ამ სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები.

2. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია განახორციელოს ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება:

ა) ცხოველის დაკვლამდე;

ბ) ცხოველის სასაკლაოზე მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და ცხოველის დაკვლამდე არაუგვიანეს 24 საათისა;

გ) დამატებით სხვა ნებისმიერ დროს.

3. დაკვლისწინა შემოწმების პროცესში სახელმწიფო ვეტერინარი:

ა) ადგენს დაკვლისათვის განკუთვნილი ცხოველი იმყოფება თუ არა ისეთ მდგომარეობაში, რამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას;

ბ) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებების გამოვლენას; 

გ) ვალდებულია ჩაატაროს ყველა იმ ცხოველის კლინიკური შემოწმება, რომელიც დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის ან ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ იზოლირებულად განთავსდა;

დ) თუ ცხოველის დაკვლა მოხდა სპეციალური წესის შესაბამისად, სასაკლაოს გარეთ, ვალდებულია შეამოწმოს დაკლული ცხოველის თანმხლები ჯანმრთელობის სერტიფიკატი გადაუდებლად დაკლული ცხოველებისთვის (დანართი N2) .

4. თუ ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება განხორციელდა პირველადი წარმოების ადგილზე, ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება სასაკლაოზე ხორციელდება საჭიროების მიხედვით.

5. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია შეამოწმოს დასაკლავად განკუთვნილი ცხოველის კეთილდღეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ცხოველის ტრანსპორტირებისა და დაკვლის პროცესში.

6. სახელმწიფო ვეტერინარი ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს ვალდებულია:

ა) ცხოველის დაკვლისთანავე შეამოწმოს დაკლული ცხოველის ტან-ხორცი და შიგნეულობა და, ასევე, დაათვალიეროს ცხოველის ტან-ხორცის და შიგნეულობის გარე ზედაპირი. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებების გამოვლენას; 

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს ცხოველის ტან–ხორცის და შიგნეულობის ხელით გასინჯვა (პალპაცია), გაკვეთა და ლაბორატორიული გამოკვლევა იმისათვის, რომ დაისვას საბოლოო დიაგნოზი ან გამოვლინდეს:

ბ.ა) ცხოველის დაავადება;

ბ.ბ) დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებები ან ქიმიური დამაბინძურებლები, რომელთა ზღვრული დონე აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე აკრძალული ნივთიერებების შემცველობა;

ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებთან შეუსაბამობა;

ბ.დ) სხვა ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი ხორცის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნევა ან მის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ცხოველის გადაუდებელი დაკვლა;

გ) სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი 6 თვეზე მეტი ასაკის შინაური კენტჩლიქიანი და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის, ასევე 4 კვირის ასაკის შინაური ღორის ტან-ხორცის შემთხვევაში, მოითხოვოს ხერხემლის გასწვრივ ორად გაჭრილი, ნახევარი ტანხორცი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავის გაჭრა სიგრძეზე; ხოლო ცხოველის კვების თავისებურების, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და სანიტარიული პირობების გათვალისწინებით, სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი კენტჩლიქიანი ცხოველების, 6 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის, ასევე 4 კვირის ასაკის მქონე შინაური ღორის ტანხორცი - ხერხემლის გასწვრივ ორად გაჭრის გარეშე.

7. დაკვლისშემდგომი შემოწმებისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან/და მინიმუმამდე შემცირებული ახალი ხორცის დაბინძურება ხელით გასინჯვის (პალპაცია), დაჭრის ან გაკვეთის დროს.

8. თუ ცხოველის გადაუდებელი დაკვლა მოხდა სასაკლოს გარეთ, სპეციალური წესის შესაბამისად, დაკლულ ცხოველს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმება ამ წესით.

9. განსაკუთრებული რისკის მასალისა და სხვა სუბპროდუქტებთან მიმართებაში სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რამდენად არის უზრუნველყოფილი განსაკუთრებული რისკის მასალისა და სხვა ცხოველური სუბპროდუქტების მოცილება, გამოცალკევება დაკლული ცხოველისაგან და საჭიროების შემთხვევაში, მათი აღნიშვნა. ასევე უნდა შეამოწმოს, რომ დაკვლის პროცესში (მათ შორის ცხოველის გაბრუებისას), ბიზნესოპერატორის მიერ ტარდება სათანადო ღონისძიებები დაკლული ცხოველისაგან მიღებული ხორცის განსაკუთრებული რისკის მასალით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

10. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა:

ა) ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით;

ბ) ნებადართული და აკრძალული ნივთიერებების ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ განსაზღვრული დაავადებების გამოვლენის მიზნით.

11. სახელმწიფო ვეტერინარი ამ მუხლის მე–10 პუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევების გარდა, უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი სხვა აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა.

 

მუხლი 6. ჯანმრთელობის ნიშანდება

1. დაკვლისშემოდგომი შემოწმების შემდეგ, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებულ ახალ ხორცზე დატანილი უნდა იქნეს ჯანმრთელობის ნიშანდება ამ მუხლის შესაბამისად. 

2. ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შინაური ჩლიქოსანი და მოშენებული გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის ტან–ხორცზე (გარდა ბოცვრისნაირებისა და დიდი ზომის გარეული ცხოველისა), რომელსაც ჩაუტარდა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება და შედეგად დადასტურდა, რომ ხორცი არ შეიცავს საფრთხეს (მათ შორის ტრიქინელას) და ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.

3. ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს ცხოველის ტან–ხორცის ზედაპირზე საღებავით ან გაცხელებული დამღით. თუ დაკლული ცხოველის ტან–ხორცი იჭრება ორ ან ოთხ ნაწილად, ხოლო 2 ნაწილად დაჭრილი ტან–ხორცის თითოეული ნაწილი იჭრება არა უმეტეს სამ ნაჭრად, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის ნიშანდება ტან–ხორცის თითოეულ ნაჭერზე.

4. ჯანმრთელობის ნიშანდების ფორმა უნდა იყოს ოვალური, სიგანით არაუმცირეს 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ და მოიცავდეს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგ ინფორმაციას: 

ა) თუ პროდუქტი ნაწარმოებია საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს ორასოიან კოდს: - GE;

ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას.

5. ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ სიგრძის, ხოლო რიცხვები არაუმცირეს 1 სმ სიგრძის. შესაძლოა ნიშანდების განზომილება და მასზე დატანილი ნიშნებისა და ასოების ზომა შემცირდეს ბატკნის, ციკნის და გოჭის ტან–ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისას.

6. ჯანმრთელობის ნიშანზე გამოყენებული საღებავი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ახალი ხორცის უვნებლობაზე.

7. ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა მოიცავდეს სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელმაც ჩაატარა ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება და დაადგინა, რომ ხორცი ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.

8. სახელმწიფო ვეტერინარს საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს სააგენტო.

9. სასაკლაოს გარეთ, გადაუდებლად დაკლული ცხოველის ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სასაკლაოში დაკლული ცხოველის ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისგან. მას უნდა ჰქონდეს რომბის ფორმა, რომლის გვერდის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4,5 სმ-ს და მოიცავდეს ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნების შესაბამისად.

 

თავი III. სახელმწიფო კონტროლის თანმდევი ქმედებები

 

მუხლი 7. დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აღრიცხოს და შეაფასოს ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგები, კერძოდ:

ა) თუ ცხოველის დაკვლისწინა ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს გამოვლინდა დაავადება ან ცხოველის ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიზნესოპერატორს;

ბ) თუ დაკვლისწინა ან/და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველი დაავადდა პირველადი წარმოების ადგილზე, საიდანაც მოხდა მისი ტრანსპორტირება სასაკლაომდე, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს პირველად წარმოების ბიზნესოპერატორს და საჭიროების შემთხვევაში - სააგენტოს;

გ) დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

დ) თუ დაკვლისწინა ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს სახელმწიფო ვეტერინარს გაუჩნდება ეჭვი, რომ ცხოველი დაავადებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაავადებით, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს და შესაბამის ბიზნესოპერატორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის გავრცელება.

 

მუხლი 8. გადაწყვეტილებები ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით

1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რომ ცხოველის დაკვლა სასაკლაოზე არ მოხდეს ბიზნესოპერატორისთვის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარეშე და ამ ინფორმაციის შემოწმებამდე.

2. სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია დაუშვას ცხოველის დაკვლა, თუ დასაკლავად განკუთვნილ ცხოველს არ ახლავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ბიზნესოპერატორს უნდა მიეწოდოს მანამ, სანამ ასეთი ცხოველიდან მიღებული ტან–ხორცი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის ვარგისად მიიჩნევა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი ცხოველის ტან–ხორცი და მისი შიგნეულობა სხვა ხორცისგან განცალკევებით უნდა იქნეს შენახული.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სურსათის საწარმოო ჯაჭვთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ცხოველის სასაკლაოზე მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში, ასეთი ცხოველის ხორცი, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მიიჩნევა უვარგისად. თუ ცხოველი ჯერ არ იქნა დაკლული, მაშინ მისი დაკვლა უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან განცალკევებით.

4. ცხოველის დაკვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება გარკვეული ღონისძიებები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის აღმოფხვრის მიზნით, არ უნდა მოხდეს, თუ:

ა) დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი მიღებულია პირველადი წარმოების ადგილიდან ან საკარანტინო ზონიდან, სადაც ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხორციელდება გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვები ან გარკვეული შეზღუდვები;

ბ) არ არის დაცული ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების წესი;

გ) არსებობს ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე.

5. თუ ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას, ჩაიბარა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული ცხოველი, მისი დაკვლა უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან განცალკევებით. ასეთი ცხოველისგან მიღებული ხორცი უნდა იქნეს მიჩნეული უვარგისად ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ადამიანის ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

6. თუ სახელმწიფო ვეტერინარი ზედამხედველობის დროს დაადგენს, რომ თანმხლები დოკუმენტაცია, ჩანაწერები და სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება პირველადი წარმოების ადგილზე არსებულ ან ცხოველის რეალურ მდგომარეობას ან მიზნად ისახავს სახელმწიფო ვეტერინარის შეცდომაში შეყვანას, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ ბიზნესოპერატორის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია პირველადი წარმოების ადგილზე არსებულ ან ცხოველის მდგომარეობაზე.

7. ბიზნესოპერატორის მიერ საკარანტინო ზონიდან ცხოველის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ არსებობს სააგენტოს წერილობითი თანხმობა.

 

მუხლი 9. გადაწყვეტილებები ცოცხალ ცხოველთან დაკავშირებით

1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა ბიზნესოპერატორის საქმინობა „სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს. თუ ბიზნესოპერატორი არ ფლობს ინფორმაციას ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ მისთვის ჩაბარებულ ცხოველზე ან ცხოველის პარტიაზე, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ცხოველის დაკვლა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან განცალკევებულად და მისგან მიღებული ხორცი ჩაითვალოს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად.

2. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველი არ დაიკლას გაწმენდისა და გასუფთავების გარეშე, თუ მისი გარე საფარველი (ტყავი, კანი, ჯაგარი ან ბეწვი) დაკვლის დროს შესაძლოა ქმნიდეს ხორცის დაბინძურების რისკს.

3. ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით დაუშვებელია ისეთი ცხოველის დაკვლა, რომელსაც დაუდგინდა სისტემური დაავადების ან დაუძლურების კლინიკური ნიშნები, ასევე, ისეთი დაავადებული ცხოველის, რომლის დაავადების გადაცემა ადამიანსა და ცხოველზე ხდება ცხოველთან შეხებით ან ასეთი ცხოველიდან მიღებული ხორცის სურსათად მოხმარებისას. ასეთ შემთხვევაში, ცხოველის დაკვლა/გაბრუება უნდა მოხდეს სხვა ცხოველისგან განცალკევებით, ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცხოველის ან ტანხორცის დაბინძურება. ასეთი ცხოველიდან მიღებული ახალი ხორცი უნდა ჩაითვალოს უვარგისად ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის.

4. დაავადებაზე საეჭვო ცხოველი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე, უნდა განთავსდეს განცალკევებით და მოხდეს მისი დაკვლისწინა შემოწმება დიაგნოზის დასმის მიზნით. ასეთი ცხოველის დაკვლა ხდება განცალკევებით ან სამუშაო დღის ბოლოს, ცხოველების დაკვლის დასრულების შემდეგ. დაკვლისშემდგომ შემოწმებასთან ერთად, სახელმწიფო ვეტერინარმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ცხოველის ხორციდან ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოკვლევის შესახებ.

5. იმ ცხოველის დაკვლა, რომლის ორგანიზმშიც შესაძლოა იყოს აკრძალული ნივთიერებები ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების ზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობა, უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სახელმწიფო ვეტერინარმა იმ ცხოველის მიმართ, რომელიც დაავადებულია ჯილეხით, ბრუცელოზით, ტუბერკულოზით ან სხვა ზოონოზური დაავადებებით, უნდა განსაზღვროს ამ დაავადებების აღმოფხვრის ან კონტროლის პირობები, რომლებიც განხორციელდება მისი ზედამხედველობით. სააგენტომ სხვა ცხოველის ან სხვა ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაბინძურების მინიმუმადე შემცირების მიზნით, უნდა განსაზღვროს დაავადებული ცხოველის დაკვლისათვის საჭირო პირობები.

7. თუ სასაკლაოზე მოულოდნელად წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება ცხოველის დაკვლა, სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია ბიზნესოპერატორს წერილობით ნება დართოს, რომ ცხოველი დაიკლას სხვა სასაკლაოზე.

 

მუხლი 10. ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. თუ არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, სახელმწიფო ვეტერინარმა ბიზნესოპერატორს უნდა მისცეს შესაბამისი მითითებები აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოჩენისას, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებები უნდა იყოს დარღვევის პროპორციული. 

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითებები არ იქნება შესრულებული ბიზნესოპერატორის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს სააგენტოს.

4. თუ სახელმწიფო ვეტერინარი გამოავლენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობის წესების დარღვევას ტრანსპორტირების დროს, ის ვალდებულია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა შესაძლებელია განახორციელოს ვეტერინარმა ტექნიკოსმა, ამასთან, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სახელმწიფო ვეტერინარს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია მისცეს ბიზნესოპერატორს შესაბამისი მითითებები სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე, შეუსაბამობის აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით.

 

მუხლი 11. ხორცთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. ხორცი ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად მიიჩნევა, თუ იგი:

ა) მიღებულია ცხოველისაგან, რომელსაც არ ჩატარებია დაკვლისწინა შემოწმება;

ბ) მიღებულია ცხოველისაგან, რომლის შიგნეულობასაც არ ჩატარებია დაკვლისშემდგომი შემოწმება;

გ) მიღებულია მკვდარი ან მკვდრადშობილი ცხოველისგან, ან ცხოველისაგან, რომელიც დაიკლა შვიდ დღეზე ნაკლებ ასაკში;

დ) მიღებულია ისეთი ცხოველისაგან, რომელსაც არ აქვს მოცილებული სისხლგართმევის ადგილი;

ე) მიღებულია ისეთი ცხოველისაგან, რომელიც დაავადებულია საქართველოს კანონმდებლობით ან ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებით, თუ ამ წესის მე-4 თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მიღებულია ცხოველისაგან, რომელიც დაავადებულია ისეთი სისტემური დაავადებით, როგორიც არის გენერალიზებული სეპტიცემია, პიემია, ტოქსიკოზი (ტოქსემია) ან ვირემია (ვირუსემია);

ზ) არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს;

თ) აღენიშნება პარაზიტებით ინვაზია, თუ ამ წესის მე-4 თავის შესაბამისად სხვა რამ არ არის დადგენილი;

ი) შეიცავს ქიმიურ დამაბინძურებლებს ისეთი რაოდენობით, რომელიც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით, უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები;

კ) მიღებულია ცხოველისაგან ან ცხოველის ტან–ხორცისაგან, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული დამაბინძურებლების ნარჩენ ნივთიერებებს და მიღებულია იმ ცხოველისაგან, რომლის გაზრდისას ან მკურნალობისას გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთიერებები;

 ლ) მიღებულია ცხოველიდან, რომელიც დაიკლა ვეტერინარული პრეპარატის, ჰორმონალური პრეპარატის ან პესტიციდის გამოყენებისას ინსტრუქციაში მითითებული ვადის გასვლამდე;

მ) წარმოადგენს ორ წელზე მეტი ასაკის ცხოველის ღვიძლსა და თირკმელებს, და ცხოველი წარმოშობილია ტერიტორიიდან, სადაც აღმოჩენილია საქართველოს კანონმდებლობით რეგლამენტირებული მძიმე მეტალები;

ნ) დამუშავებულია გაუსნებოვნების ისეთი საშუალებებით, რომელთა გამოყენება დაუშვებელია სურსათის წარმოებაში;

ო) დამუშავებულია მაიონიზირებელი (მაიონებელი გამოსხივება) ან ულტრაიისფერი სხივებით ისე, რომ არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

პ) შეიცავს უცხო სხეულებს;

ჟ) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს;

რ) აღენიშნება პათ-ფიზიოლოგიური, ორგანოლეპტიური ანომალიები (მათ შორის კონსისტენცია, სპეციფიური სუნი) ან არასაკმარისია სისხლგართმევა;

ს) მიღებულია დაუძლურებელი ცხოველისაგან;

ტ) შეიცავს განსაკუთრებული რისკის მასალას;

უ) დაბინძურებულია ფეკალიებით, მიწით ან სხვა დამაბინძურებლებით;

ფ) დაბინძურდა სხვა დაავადებული ცხოველის სისხლით; 

ქ) რისკს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის შემოწმების საფუძველზე; 

ღ) მიღებულია კენტჩლიქიანი ცხოველისაგან (ცხენი, ვირი, ჯორი და სხვ.), რომელთაც არ ჩატარებიათ მალეინიზაცია;

ყ) მიღებულია ფრინველიდან, რომელსაც აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: აბურძგნული ბუმბული, ბიბილოს, თავის სინუსებისა და სახსრების შესიება, გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, პირიდან, ფაღარათი, გამონაყარი ბიბილოსა და საყურეებზე.

2. სახელმწიფო ვეტერინარი ადგენს მოთხოვნებს სასაკლაოს გარეთ გადაუდებლად დაკლული ცხოველის ხორცის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 12. ვეტერინარი ტექნიკოსი

1. ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ვეტერინარის ექიმის უფლებამოსილებები სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ წესის მე–13 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. შემოწმებისას ვეტერინარი ტექნიკოსი აგროვებს მხოლოდ ინფორმაციას სპეციალური წესის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და HACCP-ის პრინციპების საფუძველზე შემუშავებული პროცედურების შესახებ.

3. სახელმწიფო ვეტერინარს ვეტერინარი ტექნიკოსი პრაქტიკული ამოცანების შესრულებაში დახმარებას უწევს:

ა) დაკვლისწინა შემოწმებისას;

ბ) ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.

4. დაკვლისშემდგომი შემოწმების პროცესში სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს ვეტერინარი ტექნიკოსის მუშაობა.

 

მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე

1. ბიზნესოპერატორს სასაკლაოზე, ან მოშენებული გარეული ცხოველის წარმოების ადგილზე უნდა ჰყავდეს ერთი სახელმწიფო ვეტერინარი მაინც, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების განხორციელების მიზნით. 

2. არ არის აუცილებელი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დაკვლისწინა შემოწმების განხორციელება, თუ დასაკლავად განკუთვნილ ცხოველს, სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ, ჩაუტარდა დაკვლისწინა შემოწმება ცხოველის პირველადი წარმოების ადგილზე და შედეგების შესახებ დოკუმენტები (მათ შორის, ჯანმრთელობის სერტიფიკატი ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის (დანართი N1)) მიეწოდა იმ სასაკლაოს, სადაც უნდა განხორციელდეს ცხოველის დაკვლა და დასტურდება, რომ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

3. სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია არ დაესწროს ცხოველის დაკვლისშემდგომ შემოწმებას, თუ დაკვლისშემდგომ შემოწმების უფლებას მისცემს ვეტერინარ ტექნიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) დაკვლისშემდგომ შემოწმებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის დოკუმენტურად წარმოებას და სახელმწიფო ვეტერინარისათვის მიწოდებას;

ბ) პათოლოგიების მქონე ხორცისაგან სურსათად ვარგისი ხორცის გამოცალკევებას.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს პათოლოგიურ ხორცს. თუმცა, ფრინველისა და ბოცვრისნაირების ხორცის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია აღარ შეამოწმოს ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ განცალკევებული პათოლოგიური ხორცი.

5. ვეტერინარ ტექნიკოსს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) თუ მოხდა ცხოველის გადაუდებელი დაკვლა სასაკლაოს გარეთ;

ბ) თუ არსებობს ეჭვი, რომ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი იყო დაავადებული ან ცხოველი იყო ისეთ მდგომარეობაში, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

გ) თუ დადგენილია, რომ დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი არის იმ ნახირიდან, რომელშიც დაფიქსირდა ტუბერკულოზი;

დ) თუ დადგენილია, რომ დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, ცხვარი ან თხა არის იმ ნახირიდან, ფარიდან, რომელშიც დაფიქსირდა ბრუცელოზი;

ე) თუ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი დაავადებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებებით.

6. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე საწარმოში, სადაც ხდება ხორცის დაჭრა, დაჩეხვა, დანაწევრება, უნდა უზრუნველყოფდეს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.

 

მუხლი 14. ბიზნესოპერატორის თანამშრომელთა უფლებამოსილე­ბე­ბი

1. სააგენტოს თანხმობით, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, ბიზნესოპერატორის თანამშრომელმა, რომელსაც გავლილი აქვს ვეტერინარ ტექნიკოსის შესაბამისი მომზადება, შეიძლება შეასრულოს ვეტერინარ ტექნიკოსის საქმიანობა ფრინველისა და ბოცვრისებრთა ხორცის წარმოებისას, თუ საწარმო აკმაყოფილებს სპეციალური წესის და ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს 12 თვის განმავლობაში.

2. თუ ბიზნეოპერატორის თანამშრომელი სათანადოდ ვერ ასრულებს ამოცანას, მაშინ უნდა მოხდეს მისი შეცვლა ვეტერინარი ტექნიკოსით.

3. ბიზნესოპერატორის იმ თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას, უფლება აქვს აიღოს ნიმუში ყველა სახის ცხოველიდან და განახორციელოს აღებული ნიმუშის გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ.

 

თავი IV. სპეციალური მოთხოვნები

 

მუხლი 15. ექვს კვირამდე ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება

ექვს კვირამდე ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:

ა) თავისა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება, ხახის ლიმფური კვანძების (Lnn. retropharyngiales) გაკვეთა და დათვალიერება, პირის ღრუს და ხახის დათვალიერება, ენის პალპაცია, ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრა;

ბ) ფილტვების, ტრაქეასა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) გაკვეთა და დათვალიერება. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამე ნაწილში, მთავარი ღერძის პერპენდიკულარულად; ფილტვების გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;

გ) პერიკარდიუმისა (გულის შემაერთებელქსოვილიანი ჩანთა) და გულის ვიზუალური დათვალიერება – გული უნდა გაიკვეთოს სიგრძეზე იმგვარად, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა (პანკრეასის) და ღვიძლის ლიმფური კვანძების ვიზუალური დათვალიერება (Lnn. portales), პალპაცია და საჭიროების შემთხვევაში, ღვიძლის და მისი ლიმფური კვანძების გაკვეთა;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება, პალპაცია და საჭიროების შემთხვევაში, კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების გაკვეთა;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;

ი) პლევრისა და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს თხელი სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

კ) ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას; გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე.

 

მუხლი 16. ექვს კვირაზე მეტი ასაკის შინაური მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება

 ექვს კვირაზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) თავისა და კისრის ვიზუალური დათვალიერება, ყბისქვეშა, ხახის და ყბაყურა ლიმფური კვანძების (Lnn, retropharyngiales, mandibulares and parotidei) გაკვეთა და გამოკვლევა, გარე საღეჭი კუნთების გამოკვლევა, რომელიც ქვედა ყბამდე უნდა გაიჭრას ორ პარალელურ ნაწილად, შიდა საღეჭი კუნთების (შიდა ფრთისებრი კუნთების) გამოკვლევა, რომლებიც უნდა გაიკვეთოს სიგრძეზე. უნდა მოცილდეს ენა, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური დათვალიერება, აუცილებელია ენის დათვალიერება და პალპაცია, ჯირკვლები აუცილებლად უნდა ამოიჭრას;

ბ) ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია, ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) გაკვეთა და დათვალიერება. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ ნაწილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად; გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;

გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ღვიძლის ვისცელარული (ქვედა ზედაპირი) ზედაპირისა და ღვიძლის ქვედა წილის გაკვეთა ნაღველის სადინარის გამოკვლევის მიზნით;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი) და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales და caudales) ვიზუალური დათვალიერება, პალპაცია, და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების გაკვეთა;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;

ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

კ) გენიტალური (სასქესო) ორგანოების დათვალიერება;

ლ) სარძევე ჯირკვლებისა და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში, პალპაცია და გაკვეთა. ძროხის ცურის თითოეულ ნახევარზე უნდა გაკეთდეს ღრმა, გრძივი კვეთა, რათა გაიკვეთოს რძის სადინარები (sinus lactiferes) და ლიმფური კვანძები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცური არ იქნება გამოყენებული სურსათად.

 

მუხლი 17. შინაური ცხვარისა და თხის დაკვლისშემდგომი შემოწმება

ცხვრისა და თხის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) თავის დათვალიერება გატყავების შემდეგ, ასევე საეჭვო შემთხვევაში ტრაქეას, პირის ღრუს, კისრის, ენის, ხახისა და ყბაყურა ლიმფური კვანძების დათვალიერება. თუ ცხვრის ან თხის თავი, ენისა და ტვინის ჩათვლით, არ იქნება გამოყენებული სურსათად, არ არის საჭირო მათი დათვალიერება;

ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება. ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნული ორგანოები და ლიმფური კვანძები უნდა იქნეს გაკვეთილი და გამოკვლეული;

გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. ეჭვის შემთხვევაში, გული უნდა გაიკვეთოს და გამოკვლეულ იქნეს;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ღვიძლის ვისცერალური (ქვედა ზედაპირი) ზედაპირისა და ღვიძლის ქვედა წილის გაკვეთა ნაღველის სადინრის გამოკვლევის მიზნით;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

ი) გენიტალური (სასქესო) ორგანოების დათვალიერება;

კ) სარძევე ჯირკვლის და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური დათვალიერება;

ლ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე.

 

მუხლი 18. შინაური კენტჩლიქიანი ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება

შინაური კენტჩლიქიანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) გატყავების შემდეგ თავის ვიზუალური დათვალიერება. ყელის ვიზუალური დათვალიერება უნდა მოხდეს პირის ღრუს ენისაგან გათავისუფლების შემდეგ; ყბისქვეშა, ხახის და ყბაყურა ლიმფური კვანძების (Lnn retropharyngiales, mandibulares and parotidei) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა; პირის ღრუ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ენისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური დათვალიერება, აუცილებელია ენის დათვალიერება და პალპაცია; ჯირკვლები აუცილებლად უნდა ამოიჭრას;

 ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყრის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ ნაწილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად. გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;

გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლების (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;

ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

კ) ულაყის შემთხვევაში, გენიტალური (სასქესო) ორგანოების ვიზუალური დათვალიერება;

ლ) ცურისა და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაკვეთა;

მ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე;

ნ) ნაცრისფერი და თეთრი ფერის ყველა ცხენი შემოწმებული უნდა იქნეს მელანოზზე და მელანომას არსებობაზე მხრის კუნთებისა და ლიმფური კვანძების შემოწმებით (Lnn. subrhomboidei), ბეჭის ხრტილის ქვეშ, მხრის კუნთების გათავისუფლების შემდეგ. თირკმელები უნდა ამოიჭრას და შემოწმდეს მთელ სიგრძეზე გაკვეთის გზით.

 

მუხლი 19. შინაური ღორის დაკვლისწინა შემოწმება

1. სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შინაურ ღორს ან მის პარტიას დაკვლისწინა შემოწმება ჩაუტარდეს პირველადი წარმოების ადგილზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაკლაოზე მიყვანილ შინაურ ღორს ან შინაური ღორის პარტიას თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის (დანართი N1) .

3. შინაური ღორის ან მისი პარტიის დაკვლისწინა შემოწმება პირველადი წარმოების ადგილზე მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩანაწერების ან დოკუმენტების, მათ შორის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას;

ბ) შინაური ღორის შემოწმებას, რათა დადგენილი იქნეს:

ბ.ა) აქვს თუ არა ისეთი დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გადაედოს სხვა ცხოველს ან ადამიანს, დაავადების მქონე ცხოველის დამუშავების დროს ან მისგან მიღებული ხორცის სურსათად მოხმარების შედეგად. ამასთან, აღენიშნება თუ არა მას ასეთი დაავადების ნიშნები;

ბ.ბ) აღენიშნება თუ არა ჩვეულებრივი ქცევის დარღვევა ან დაავადების ნიშნები, რამაც მისგან მიღებული ხორცი შეიძლება უვარგისი გახადოს სურსათად მოხმარებისთვის;

 ბ.გ) ქიმიური ნივთიერებების ან აკრძალული დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ოდენობა აღემატება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

4. თუ შინაურ ღორს ან ღორის პარტიას სახელმწიფო ვეტერინარის ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ პირველადი წარმოების ადგილზე ჩაუტარდა დაკვლისწინა შემოწმება, ღორები უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე. ტრანსპორტირების შემდეგ უნდა მოხდეს მათი გამოცალკევება იმ შინაური ღორისაგან, რომელსაც არ ჩატარებია დაკვლისწინა შემოწმება.

5. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შემთხვევაში, სასაკლაოზე დაკვლისწინა შემოწმება, რომელიც შესაძლებელია განახორციელოს ვეტერინარმა ტექნიკოსმა, უნდა მოიცავდეს მხოლოდ:

ა) ცხოველის იდენტიფიკაციას და მისი თანმხლები ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის საჭირო ჯანმრთელობის სერტიფიკატის (დანართი N1) შემოწმებას;

ბ) ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეფასებას;

გ) ცხოველის მდგომარეობასთან დაკავშირებული რაიმე ისეთი ნიშნის შემოწმებას, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე.

6. თუ შინაური ღორი ან მისი პარტია არ დაიკვლება ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სერტიფიკატის (დანართი N1) გაცემიდან 3 დღის განმავლობაში, შინაურ ღორს ან მის პარტიას უნდა ჩაუტარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება და გაიცეს ახალი სერტიფიკატი.

7. თუ შინაური ღორი ან მისი პარტია უკვე გაიგზავნა დაკვლის ადგილას, მაშინ დაკვლის ადგილას უნდა ჩატარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება.

 

მუხლი 20. შინაური ღორის დაკვლიშემდგომი შემოწმება

1. შინაური ღორის ტან–ხორცსა და შიგნეულს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) თავისა და კისრის ვიზუალური დათვალიერება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების (Lnn mandibulares) გაკვეთა და გამოკვლევა, პირის, ხახისა და ენის ვიზუალური დათვალიერება;

ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ წილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად. გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;

გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლების (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;

ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

კ) გენიტალური (სასქესო) ორგანოების ვიზუალური დათვალიერება;

ლ) სარძევე ჯირკვლების და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, ნეზვის ლიმფური კვანძების გაკვეთა;

მ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე;

 ნ) ტრიქინელოზზე.

2. ღორების პირველადი წარმოების ადგილიდან მიღებული ეპიდემიოლოგიური ან სხვა მონაცემების საფუძველზე, სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გასუქებაზე მყოფი ღორები საჭიროებენ სპეციალურ კონტროლს, მას შემდეგ, რაც ისინი მოშორებული იქნებიან ძუძუთი კვებას. ამ შემთხვევაში მათი შემოწმება შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით.

 

მუხლი 21. ფრინველის დაკვლისწინა შემოწმება

1. თუ შინაურ ფრინველს დაკვლისწინა შემოწმება ჩაუტარდა პირველადი წარმოების ადგილზე, არ არის აუცილებელი სასაკლაოზე დაკვლისწინა შემოწმების ჩატარება, თუ:

ა) ფრინველს ან/და ფრინველის გუნდს თან ახლავს ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სერტიფიკატი (დანართი N1);

ბ) დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. ფრინველის დაკვლისწინა შემოწმება პირველადი წარმოების ადგილზე უნდა მოიცავდეს შემდეგ პროცედურებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩანაწერების ან დოკუმენტების, მათ შორის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას;

ბ) ფრინველის გუნდის შემოწმებას იმის დასადგენად:

ბ.ა) აქვთ თუ არა ისეთი დაავადება ან მდგომარება, რომელიც შეიძლება გადაედოს სხვა ცხოველს ან ადამიანს ასეთი ფრინველის დამუშავების დროს ან მისგან მიღებული ხორცის სურსათად მოხმარების შედეგად. ამასთან, აღენიშნება თუ არა მას ასეთი დაავადების ნიშნები;

ბ.ბ) აღენიშნება თუ არა ჩვეულებრივი ქცევის დარღვევა ან დაავადების ნიშნები, რამაც მისგან მიღებული ხორცი შეიძლება უვარგისი გახადოს სურსათად მოხმარებისთვის;

ბ.გ) ქიმიური ნივთიერებების ან აკრძალული ნივთიერებების ნარჩენების ოდენობა აღემატება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

3. ფრინველის ან ფრინველის გუნდის დაკვლისწინა შემოწმებას პირველადი წარმოების ადგილზე ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი ან ავტორიზებული ვეტერინარი.

4. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ფრინველის ან ფრინველის გუნდს დაკვლისწინა შემოწმება ხორციელდება პირველადი წარმოების ადგილზე, დაკვლის ადგილას მიყვანისას უნდა შემოწმდეს, მხოლოდ:

ა) ახლავს თუ არა მას ჯანმრთელობის სერტიფიკატი ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის (დანართი N1);

ბ) დაცულია თუ არა ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი რაიმე ნიშანი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე.

5. თუ ფრინველი ან ფრინველის გუნდი არ დაიკლა ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სერტიფიკატის (დანართი N1) გაცემიდან 3 დღის განმავლობაში, ფრინველს ან ფრინველის გუნდს უნდა ჩაუტარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება და გაიცეს ახალი სერტიფიკატი.

6. თუ ფრინველი ან ფრინველის გუნდი არ დაიკლა ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემიდან 3 დღის განმავლობაში და ფრინველი ან ფრინველის გუნდი უკვე გაიგზავნა სასაკლაოზე, მაშინ დაკვლის ადგილას უნდა ჩატარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება, დაგვიანების მიზეზის დადგენის შემდეგ.

7. თუ ფრინველს ან/და ფრინველის გუნდს დაკვლისწინა შემოწმება არ ჩატარებია პირველადი წარმოების ადგილზე, მას დაკვლისწინა შემოწმება უნდა ჩაუტარდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საწარმოში, სადაც განხორციელდება მისი დაკვლა.

8. თუ ფრინველი ავლენს რომელიმე დაავადების კლინიკურ ნიშნებს, ის არ შეიძლება დაიკლას ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით. ასეთი ფრინველი შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე, სამუშაო დღის ბოლოს, ფრინველების დაკვლის დასრულების შემდეგ, თუ მიღებული იქნება პრევენციული ღონისძიებები პათოგენური ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საკლავი მოწყობილობები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს და მოხდეს მისი გაუსნებოვნება დეზინფექციით.

 

მუხლი 22. ფრინველის დაკვლისშემდგომი შემოწმება

დაკლულ ფრინველს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმება ამ წესის მე–9 მუხლის მე–5 და მე–6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ამასთან, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს შემდეგი სახის შემოწმებები:

ა) ყოველდღიურად, შემთხვევითი შერჩევის გზით, ფრინველის და ფრინველის შინაგანი ორგანოების დათვალიერება;

ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ფრინველის ხორცის პარტიიდან ფრინველის ხორცის ნაწილების ან მთლიანად ფრინველის ხორცის შემთხვევით შერჩეული ნიმუშის დეტალური შემოწმება;

გ) ნებისმიერი სხვა შემოწმება, რომლის ჩატარებაც აუცილებელია, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფრინველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი შეიძლება არ იყოს ადამიანის საკვებად უვარგისი.

 

მუხლი 23. მოშენებული ბოცვრისნაირები

ამ წესის 25–ე და 26–ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება მოშენებულ ბოცვრისნაირებზე.

 

მუხლი 24. მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება

1. მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება მოიცავს:

ა) მოშენებული გარეული ცხოველის წარმოშობის ადგილის „სპეციალური წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) წარმოშობის ადგილის (ფერმა, მეურნეობა) იდენტიფიკაციას და ინფორმაციას სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ;

2. თუ მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება ხორციელდება ცხოველის სასაკლაოზე მიყვანამდე სამი დღით ადრე და ცხოველის სასაკლაოზე მიყვანა ხდება ცოცხალ მდგომარეობაში, დაკვლისწინა შემოწმება მოიცავს:

ა) მოშენებული გარეული ცხოველის იდენტიფიკაციას;

ბ) მოშენებული გარეული ცხოველის ვიზუალურ დათვალიერებას, რათა დადგენილი იქნეს დაცული იყო თუ არა მოშენებული გარეული ცხოველის კეთილდღეობის წესები;

გ) არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი რაიმე ნიშნები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობაზე.

3. მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმებისას:

ა) ხორციელდება პალპაცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოშენებული გარეული ცხოველის იმ ნაწილის გაკვეთა, რომელმაც განიცადა რაიმე სახის ცვლილება, ან არსებობს რაიმე ეჭვი მათ მიმართ;

ბ) შემოწმება ხორციელდება მსხვილფეხა ცხოველის, შინაური ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის დაკვლისშემდგომი შემოწმების იდენტურად.

 

მუხლი 25. ნანადირევი ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება

1. ნანადირევის დაკვლისშემდგომი შემოწმება უნდა განხორციელდეს სასაკლაოში მოხვედრისთანავე უმოკლეს დროში.

2. დაკვლისშემდგომი შემოწმებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს:

ა) ტან-ხორცის, გამოშიგნული ღრუების და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანოების შემოწმება, რათა:

ა.ა) გამოავლინოს ისეთი პათოლოგიები, რომელიც არ არის გამოწვეული ნადირობით. ამ დროს დიაგნოზი შესაძლებელია ეფუძნებოდეს დაკვლამდე ცხოველის ქცევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას;

ა.ბ) შეამოწმოს, რომ სიკვდილი გამოწვეულია მხოლოდ ნადირობით;

ბ) ლაბორატორიული გამოკვლევა, თუ დაკვლისშემდგომი ვიზუალური დათვალიერებისას შეუძლებელია სრული შეფასება, რათა:

ბ.ა) დადგინდეს ორგანოლეპტიკური ანომალიის მიზეზი;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ორგანოების პალპაცია;

ბ.გ) სერიოზული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დადგინდეს, რომ გარემოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ნანადირევი შეიცავს ისეთი დამაბინძურებლების ნარჩენ ნივთიერებებსა და ქიმიურ დამაბინძურებლებს, რომლებიც არ წარმოიქმნება ნადირობის შედეგად;

გ) მახასიათებელების შემოწმება, რომლებიც მიუთითებს, რომ ხორცი ჯანმრთელობისათვის წარმოქმნის რისკს, მათ შორის:

გ.ა) ცოცხალ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები და მათი ანომალური ქცევა, რომელიც გაცხადდა მონადირის მიერ;

გ.ბ) სხვადასხვა ორგანოებში და კუნთებში სიმსივნური და ჩირქოვანი წარმონაქმნების არსებობა;

გ.გ) ართრიტი, ორქიტი, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიური ცვლილებები, ნაწლავების ანთებითი პროცესი;

გ.დ) მუცლის ღრუში, კუჭში, ნაწლავში ან შარდში უცხო სხეულის არსებობა, რომელიც არ წარმოადგენს ნადირობის შედეგს, როდესაც პლევრა და მუცლის დიაფრაგმა გაუფერულებულია (შესაბამისი შინაგანი ორგანოების თანაობისას);

გ.ე) პარაზიტების არსებობა;

გ.ვ) შინაგანი ორგანოების ფერის ცვლილება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება შინაგანი ორგანოების თანაობისას;

გ.ზ) ორგანოებისა და კუნთოვანი ქსოვილების ფერის, კონსისტენციისა და სუნის მნიშვნელოვანი ცვლილება;

გ.თ) ასაკობრივი ღია მოტეხილობები;

გ.ი) დაუძლურება ან/და ზოგადი და ლოკალიზებული შეშუპება;

გ.კ) პლევრასა და მუცლის ღრუში ახალი ნაწიბური;

გ.ლ) სხვა აშკარა ცვლილებები, მაგ. ლპობითი პროცესი.

3. სახელმწიფო ვეტერინარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ხერხემალი და თავი გაიჭრას შუაზე.

4. ეჭვის შემთხვევაში, საბოლოო დიაგნოზისათვის, სახელმწიფო ვეტერინარმა შეიძლება განახორციელოს დამატებითი გაჭრა და შემოწმება.

5. ხორცი, რომელშიც მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევების გარდა, გამოვლინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე მახასიათებელი, იგი მიიჩნევა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად.

 

თავი V. განსაკუთრებული საფრთხეები

 

მუხლი 26. განსაკუთრებული საფრთხეები

1. დაუშვებელია ცხოველის/ფრინველის სახორცედ დაკვლა:

ა) ჯილეხით (ციმბირული წყლულით), ემფიზემური კარბუნკულით, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ჭირით, ღრუბლისებური ენცეფალოპათიით, აქლემის ჭირით, ცოფით, ტეტანუსით, ავთვისებიანი შეშუპებით, ბრადზოტით, ენტეროტოქსეემიით, ცხვრის სკრეპით, ცხვრის კატარული ცხელებით (ბლუტანგით), ღორის აფრიკული ჭირით, ტულარემიით, ბოტულიზმით, ქოთაოთი, ეპიზოოტიური ლიმფანგოიტით, კენტჩლიქიანი ცხოველების აფრიკული ჭირით, მელიოიდოზით (ცრუ ცოფით), ბოცვრების მიქსომატოზითა და ჰემორაგიული დაავადებით, ფრინველის გრიპით, ორნითოზითა და ნიუკასლის დაავადებით, წვრილ მცოხნავთა ჭირით, რიფტის ველის ცხელებით, ჰიდროპერიკარდიტით, თხის ართრიტ-ენცეფალიტით, ცხენების კონტაგიოზური მეტრიტით, ცხენების დაგრილების დაავადებითა და ვირუსული ართრიტით, ცხენების ვენესუელური ენეცეფალომიელიტით, იაპონური ენცეფალიტით, თურქულით (დაავადების პირველი შემთხვევებისას კეთილსაიმედო ადგილებში) დაავადების შემთხვევაში;

ბ) აგონიის მდგომარეობაში;

გ) ჯილეხის (ციმბირული წყლულის) საწინააღმდეგო შრატით ნამკურნალევი და ვაქცინირებული ცხოველის – შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული ვადის გასვლამდე;

დ) კენტჩლიქიანი ცხოველების (ცხენი, ვირი, ჯორი და სხვა), რომელთაც არ ჩატარებიათ მალეინიზაცია;

ე) ცხოველი, რომელსაც ჩაუტარდა ანტიბიოტიკებით, ანტიჰელმინთური საშუალებებით ან სხვა ვეტერინარული პრეპარატებით მკურნალობა ან/და პროფილაქტიკა ვეტერინალური პრეპარატის ინსტრუქციით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე;

ვ) პესტიციდებით დამუშავებული ცხოველის იმ ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია პესტიციდის გამოყენების ინსტრუქციაში;

ზ) ცხოველის, რომელსაც შეყვანილი ჰქონდათ ჰორმონალური ვეტერინარული პრეპარატები ორგანიზმიდან მათ სრულად გამოდევნამდე;

თ) ფრინველის, რომელსაც აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: აბურძგნული ბუმბული, ბიბილოს, თავის სინუსებისა და სახსრების შესივება, გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, პირიდან, ფაღარათი, გამონაყარი ბიბილოსა და საყურეებზე. ასეთ ფრინველს კლავენ და გადაამუშავებენ იმ მეურნეობაში, სადაც ისინი გამოზარდეს.

2. ცხოველების ისეთი მწვავე ინფექციური დაავადებების აღმოჩენისას, როდესაც მათი სახორცედ დაკვლა დაუშვებელია (ჯილეხი, ემფიზემური კარბუნკული, ავთვისებიანი შეშუპება, ცოფი, ქოთაო, მსხვილფეხა ცხოველის ჭირი, ტეტანუსი, ბოტულიზმი, ბრადზოტი და ა.შ.), დაკვლის პროცესი უნდა შეწყდეს. ასეთი ცხოველის ტანხორცი, შინაგანი ორგანოები და ტყავი ექვემდებარება განადგურებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ.

3. არ დაიშვება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის ხანძრის, სატრანსპორტო ავარიით, ელვით, ელექტროდენით დაღუპული, გაყინული, დამხრჩვალი და ა.შ. არც ერთი სახის ცხოველის ხორცი. ასეთი ცხოველის ტან-ხორცი ექვემდებარება უტილიზაციას ან (თუ ცხოველი გახრწნილი არ არის) მოხარშვის შემდეგ დაიშვება მათი ცხოველის საკვებად გამოყენება, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელების არსებობაზე სავალდებულო ბაქტერიოლოგიური გამოკლევის შემდეგ.

 

მუხლი 27. ღრუბლისებრი ენცელოფალოპათია

ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 28. ცისტიცერკოზი

1. ამ წესის მე–16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული 6 კვირაზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის და ღორის დაკვლისშემდგომი შემოწმება საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნეს ცისტიცერკოზი. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული დაავადების აღმოჩენის მიზნით, გამოყენებული იქნეს სპეციალური სეროლოგიური ტესტები. ექვს კვირაზე მეტი ასაკის მქონე მსხვილფეხა ცხოველის შემთხვევაში, დაკვლისშემდგომი შემოწმებისას, არ არის სავალდებულო საღეჭი კუნთის გაკვეთა, როდესაც ხდება სეროლოგიური ტესტის გამოყენება. იგივე ეხება ექვს კვირაზე მეტი ასაკის მქონე მსხვილფეხა ცხოველს, რომელიც გაიზარდა ისეთ სადგომში, სადაც დადგენილია, რომ არ არსებობს ცისტიცერკოზი.

2. ცისტიცერკოზით დაავადებული ხორცი მიიჩნევა სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად. თუ ცხოველის ტანხორცი მთლიანად არ არის დაზიანებული, დაუზიანებელი ცხოველის ტანხორცის ნაწილები შეიძლება ადამიანის საკვებად ვარგისად იქნეს მიჩნეული მხოლოდ გაყინვის შემდეგ. 

 

მუხლი 29. ტრიქინელოზი

1. ტრიქინელოზით დაავადებული ღორის (შინაური, ფერმაში გაზრდილი გარეული და გარეული ღორის), კენტჩლიქიანი ცხოველებისა და სხვა სახეობების (რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ აღნიშნული დაავადება) ტან–ხორცი ტრიქინელოზის არსებობაზე გამოკვლეული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტრიქინელოზით დაავადებული ცხოველის ტანხორცი, სურსათად მოხმარებისათვის, მიჩნეული უნდა იქნეს უვარგისად.

 

მუხლი 30. ქოთაო

1. საჭიროების შემთხვევაში, კენტჩლიქიანი ცხოველები უნდა შემოწმდნენ ქოთაოზე. აღნიშნული გულისხმობს ცხოველის ტრაქეის, ხორხის, ცხვირის ღრუს და სინუსების და მათი განშტოებების ლორწოვანი გარსის გულდასმით გამოკვლევას, თავის შუა, მედიალურ სიბრტყეზე გაჩეხვის და ცხვირის ძგიდის მოცილების შემდეგ.

2. ქოთაოთი დაავადებული ცხენის ხორცი მიჩნეული უნდა იყოს ადამიანის სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად.

 

მუხლი 31. ტუბერკულოზი

1. თუ ცხოველს ტუბერკულინზე აქვს დადებითი ან საეჭვო (არასარწმუნო) რეაქცია ან თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ცხოველში დაავადების არსებობასთან დაკავშირებით, ეს ცხოველი სხვა ცხოველისაგან განცალკევებით უნდა დაიკლას, მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა სხვა ცხოველის ტან-ხორცის, საწარმოს და საწარმოში მყოფი პერსონალის დაავადების რისკის თავიდან ასაცილებლად.

2. ყველა ცხოველის ხორცი, რომლის დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს სხვადასხვა ორგანოებში ან ტანხორცის სხვადასხვა ნაწილებში გამოვლინდა ტუბერკულოზის ლოკალური კერები, მიჩნეული უნდა იქნეს ადამიანის საკვებად უვარგისად. თუ ტუბერკულოზის კერები აღმოჩენილი იქნება მხოლოდ ერთი ორგანოს ლიმფურ კვანძებში ან ტან-ხორცის მხოლოდ ერთ ნაწილში, ადამიანის საკვებად უვარგისად მხოლოდ დაზიანებული ორგანო ან ტან-ხორცის აღნიშნული ნაწილი უნდა იყოს მიჩნეული.

 

მუხლი 32. ბრუცელოზი

1. თუ ბრუცელოზის ტესტზე ცხოველს აშკარად დადებითი ან საეჭვო რეაქცია აქვს, ან თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ცხოველში დაავადების არსებობასთან დაკავშირებით, ეს ცხოველი დანარჩენებისგან განცალკევებით უნდა დაიკლას და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა სხვა ცხოველის ტან-ხორცის, საწარმოს და საწარმოში მყოფი პერსონალის დაავადების რისკის თავიდან ასაცილებლად.

2. ყველა იმ ცხოველის ხორცი, რომლის დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს გამოვლინდა კერები, რომლებიც ბრუცელოზის მწვავე შემთხვევების არსებობაზე მიუთითებს, მიჩნეული უნდა იყოს ადამიანის საკვებად უვარგისად. თუ ცხოველის რეაქცია ბრუცელოზის ტესტზე დადებითია, სარძევე ჯირკვალი, გენიტალური ორგანოები და სისხლი ადამიანის საკვებად უვარგისად უნდა იყოს მიჩნეული, მიუხედავად იმისა, აღმოჩნდება თუ არა ასეთი კერები.

 

თავი VI. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკი

 

მუხლი 33. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვების, პირველადი წარმოების და/ან გადამუშავების ეტაპებზე სახელმწიფო კონტროლი

1. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვების, პირველადი წარმოების და/ან გადამუშავების ეტაპები მოწმდება შესაბამისი ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლის დროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება:

ა) სპეციალური წესით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ:

ბ.ა) ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებთან შესაბამისობა;

ბ.ბ) პირველადი წარმოების და/ან მოშენების ადგილში/სადგომში ტოქსინების წარმომშობი პლანქტონის და ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ბიოტოქსინების არსებობა;

 ბ.გ) ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ქიმიური ნივთიერებების ან აკრძალული დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ოდენობა აღემატება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

3. სახელმწიფო კონტროლის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმება და, ასევე, ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების შესაბამისობის შეფასება „სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან, ხორციელდება ნიმუშის აღების გზით.

4. თუ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკებში ზღვის ბიოტოქსინები და ქიმიური დამაბინძურებლები, ასევე მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია, ბიზნესოპერატორის მიმართ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქმედებები.

 

თავი VII. თევზჭერის პროდუქტი

 

მუხლი 34. თევზჭერის პროდუქტების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების სახელმწიფო კონტროლი

1. თევზჭერის პროდუქტის წარმოებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:

ა) თევზჭერის პროდუქტის ხმელეთზე ჩამოტვირთვისა და მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პირობების სპეციალური წესით დადგენილი ჰიგიენური მოთხოვნების შემოწმებას;

ბ) თევზსაჭერი გემის, ხმელეთზე არსებულ საწარმოებისა და საბითუმო ბაზრების სპეციალური წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რომლის დროსაც მოწმდება, დაცულია თუ არა მოთხოვნები:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის გადამუშავებისადმი; 

ბ.ბ) ჰიგიენასა და ტემპერატურისადმი;

ბ.გ) ხმელეთზე არსებულ საწარმოში, თევზსაჭერ გემზე სისუფთავის, მათ აღჭურვილობისა და პერსონალის ჰიგიენისადმი; 

ბ.დ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირებისადმი.

2. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ასევე ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის მიმართ, რომელიც ახორციელებს თევზჭერის პროდუქტის მოპოვებას ან გემზე გადამუშავებას, მათი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით.

 

მუხლი 35. თევზჭერის პროდუქტის უვნებლობის კონტროლი

სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ამ წესის 43–ე მუხლით განსაზღვრულ პირობებთან ერთად, მოწმდება „სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც მოიცავს:

ა) თევზჭერის პროდუქტის ორგანოლეპტიკურ შეფასებას;

ბ) თევზჭერის პროდუქტის სიახლის მაჩვენებლების შეფასებას;

გ) თევზჭერის პროდუქტში ჰისტამინის შემცველობის შემოწმებას;

დ) თევზჭერის პროდუქტში ნარჩენებისა და დამაბინძურებლების შემცველობის შემოწმებას;

ე) თევზჭერის პროდუქტის მიკრობიოლოგიურ შეფასებას;

ვ) თევზჭერის პროდუქტში პარაზიტების არსებობის დადგენას;

ზ) შხამის შემცველი თევზჭერის პროდუქტის შემოწმებას.

 

მუხლი 36. ორგანოლეპტიკური შეფასება

1. შერჩევითი ორგანოლეპტიკური შეფასება უნდა განხორციელდეს წარმოების გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. ორგანოლეპტიკური შეფასების მიზანია თევზჭერის პროდუქტის სიახლის მაჩვენებლების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

 

მუხლი 37. სიახლის მაჩვენებლების შეფასება

1. თუ ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თევზჭერის პროდუქტის სიახლის მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლებელია თევზჭერის პროდუქტისაგან აღებულ იქნეს ნიმუში მისი ლაბორატორიული გამოკვლევისათვის, რომლის დროსაც დადგენილი უნდა იქნეს თევზჭერის პროდუქტში აქროლადი აზოტის საერთო რაოდენობისა (TVB-N) და ტრიმეთილამინის აზოტის (ТМА-N) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. თუ ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს რაიმე სახის სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუცილებელია თევზჭერის პროდუქტიდან აღებულ იქნეს ნიმუში ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით.

 

მუხლი 38. ჰისტამინი

თევზჭერის პროდუქტების შემთხვევით ამორჩეულ ნიმუშებში ჰისტამინის განსაზღვრა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

 

მუხლი 39. დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების შემოწმება

თევზჭერის პროდუქტებში დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების რაოდენობის სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს მონიტორინგის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 40. მიკრობიოლოგიური შეფასება

საჭიროების შემთხვევაში, თევზჭერის პროდუქტის მიკრობიოლოგიური შეფასება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით.

 

მუხლი 41. პარაზიტები

თევზჭერის პროდუქტის გამოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პარაზიტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს შემთხვევით ამორჩეულ ნიმუშებში.

 

მუხლი 42. შხამის შემცველი თევზჭერის პროდუქტი

დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს:

ა) მუცელნემსიანთა გვარის შხამიანი თევზები - Tetraodontidae, Molidae, Diodontidae, Canthigasteridae ოჯახიდან და მათგან წარმოებული თევზჭერის პროდუქტი;

ბ) თევზჭერის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ისეთ ტოქსინს, როგორიცაა სიგუატერა ან სხვა ბიოტოქსინი.

 

მუხლი 43. თევზჭერის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის შემდგომი გადაწყვეტილებები

1. თევზჭერის პროდუქტი მიჩნეულია ადამიანის საკვებად უვარგისად, თუ:

ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგენილი იქნა ორგანო­ლეპ­ტიკური, ქიმიური, ფიზიკური ან მიკრობიოლოგიური და პარა­ზიტების მაჩვენებლების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) მისი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილ ნაწილში ქიმიური დამაბინძურებლების ან დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებელს;

გ) მიღებულია შხამიანი თევზისაგან ან არის თევზჭერის პროდუქტი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ბიოტოქსინს;

დ) ზღვის ბიოტოქსინების საერთო რაოდენობა ორსადგულიან მოლუსკებში, კანეკლიანებში, ტუნიკატებსა ან ზღვის მუცელფეხიანებში, აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს. 

2. სააგენტოს გადაწყვეტილებით, თევზჭერის პროდუქტი ასევე მიჩნეულია ადამიანის საკვებად უვარგისად, თუ ის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობებისა, სხვა მიზეზით წარმოქმნის რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისა­თვის. 

 

თავი VIII. ნედლი რძე

 

მუხლი 44. ნედლი რძის სახელმწიფო კონტროლი

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის პირველად წარმოებას, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს:

ა) რძის უვნებლობის მაჩვენებლების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატების, შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

გ) სპეციალური წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცხოველის ჯანმრთელობა არ არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, აღნიშნული ცხოველის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უნდა იქნეს გამოკვლეული.

4. დაუშვებელია ცხოველის მოგებამდე 7 დღით ადრე და ლაქტაციის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში მიღებული რძის (ხსენის) გადამუშავება.

5. თუ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგენილი იქნება, რომ ნედლ რძეში სომატური უჯრედების და მიკრობთა საერთო რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს უგზავნის შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც, შეტყობინების გაგზავნიდან სამი თვის განმავლობაში ნედლი რძის მიწოდება უნდა შეწყდეს ან დაექვემდებაროს სააგენტოს სპეციალურ მითითებებს. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება ბიზნესოპერატორის მიერ ნედლი რძის კანონმდებლობით მოთხოვნილ ნორმებთან შესაბამისობის დადასტურებამდე.

6. ავტორიზებული ვეტერინარი რძის პირველად წარმოებაში ზედამხედველობას ახორციელებს:

ა) ცხოველთა ჯანმრთელობაზე;

ბ) ცხოველთა კეთილდღეობაზე.

7. დაუშვებელია რძის შეტანა საწარმოში იმ სადგომიდან, სადაც აღმოჩენილია შემდეგი ინფექციური დაავადებები: ჯილეხი, ემფიზემური კარბუნკული, ცოფი, პარატუბერკულოზი, ყვავილი, ავთვისებიანი კატარული ცხელება, ლეპტოსპიროზი, თურქული, ფილტვების მმუსრავი ანთება, ქუ-ცხელება, ცურის ნეკრობაქტერიოზი და აქტინომიკოზი, სალმონელოზი, ენდომეტრიტი, მასტიტი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი.

 

თავი IX. პროფესიული სწავლებები

 

მუხლი 45. სახელმწიფო ვეტერინარის და ავტორიზებული ვეტერინარის პროფესიული სწავლებები

სახელმწიფო ვეტერინარისა და ავტორიზებული ვეტერინარის უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს ვეტერინარ ექიმს, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ დადგენილ პროფესიული სწავლების მოთხოვნებს.

 

 

დანართი N1

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის

 

სახელმწიფო ვეტერინარი: ..........................................................

სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდი .......................

 

ცხოველების იდენტიფიკაცია

სახეობა: ....................................................................................

ცხოველების რაოდენობა: ............................................................

საიდენტიფიკაციო ნიშანი: .........................................................

 ცხოველების წარმომავლობა

ცხოველის მოშენების ადგილი/სადგომი....................................

მოშენების ადგილის/სადგომის საიდენტიფიკაციო ნომერი...............

ცხოველის მფლობელის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

---------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------

ცხოველების დანიშნულების ადგილი (სასაკლაო)

.........................................................................................................

სატრანსპორტო საშუალება: ........................................................

 

საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი ინფორმაცია .......................................................................................................................................

დეკლარაცია:

მე, ქვემოხელისმომწერი ვაცხადებ, რომ:

ზემოთ აღწერილ ცხოველებს ჩაუტარდათ დაკვლისწინა შემოწმება მათი მოშენების ადგილზე/სადგომში...................................................

 (დრო) ................ (თარიღი) და მიჩნეული იქნენ კლინიკურად ჯანმრთელად;

აღნიშნულ ცხოველებთან დაკავშირებული ჩანაწერები და დოკუმენტაცია აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ იკრძალება ცხოველის დაკვლა.

 

შედგენილია: ....................................................................... (ადგილი)

 

............................................................................................. (თარიღი)

 საიდენტიფიკაციო ბეჭედი

 

 სახელმწიფო ვეტერინარის ხელმოწერა-------------------------------

 

 

დანართი N2

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

გადაუდებლად დაკლული ცხოველებისთვის

 

სახელმწიფო ვეტერინარი: ..........................................................

სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდი ...................

ცხოველების იდენტიფიკაცია

სახეობა: ....................................................................................

ცხოველების რაოდენობა: .........................................................

საიდენტიფიკაციო ნიშანი: .........................................................

ცხოველების წარმომავლობა

ცხოველის მოშენების ადგილის/სადგომის:..............................

მოშენების ადგილის/სადგომის საიდენტიფიკაციო ნომერი:.............

ცხოველის მფლობელის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

---------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------

 ცხოველების დანიშნულების ადგილი

....................................................................................................

სატრანსპორტო საშუალება: .........................................................

საჭიროების შემთხვევაში, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

........................................................................................................................

დეკლარაცია:

მე, ქვემოხელისმომწერი ვაცხადებ, რომ:

ზემოთ აღწერილ ცხოველს ჩაუტარდათ დაკვლისწინა შემოწმება მათი მოშენების ადგილას/სადგომში, სასაკლაოზე ............... (დრო) ................ (თარიღი) და მიჩნეული იქნა კლინიკურად ჯანმრთელად;

 ზემოთ აღწერილ ცხოველების დაკვლა განხორციელდა საწარმოში ............... (დრო) ................ (თარიღი) და დაკვლის და სისხლგართხმევის პროცედურები სწორად წარიმართა.

 აღნიშნულ ცხოველებთან დაკავშირებული ჩანაწერები და დოკუმენტაცია აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ იკრძალება ცხოველის დაკვლა.

 

 შედგენილია ........................................................... (ადგილი)

.......................................................................................................(თარიღი)

 საიდენტიფიკაციო ბეჭედი

..........................................................................................

(სახელმწიფო ვეტერინარი ხელმოწერა)

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.