დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.133.016146 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/09/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016122) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-7 მუხლის „ზ“ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ დადგენილი ზომების განხორციელება.“; ბ) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ზ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება.“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები