„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016565
60
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
110060010.22.027.016565
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №60

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016439) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

 

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;“;

 

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;“.

 

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ)  დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა.

ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან, მათ შორის, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა;

დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

ვ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; 

ი) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

კ) კორუფციასთან და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 

ლ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“;

 

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში - პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

ბ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

გ) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა; საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი განახლების უზრუნველყოფა;

დ) პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ე) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

ვ) პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესატყვისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამუშაო პირობების შესახებ პროკურატურის მუშაკთა აზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;

ი) პროკურატურის მუშაკთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) პროკურატურაში შეფასების სისტემის დანერგვა;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

მ) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

ნ) პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

პ) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

ჟ) პროკურატურის წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით;

რ) პროკურატურის სისტემაში სამოქალაქო თავდაცვასა და სამობილიზაციო საქმიანობაზე კონტროლი.“;

 

დ) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;“.

 

ე) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“-„შ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) ევროინტეგრაციისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

რ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ს) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე საჭიროების შემთხვევაში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ტ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება  და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

უ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ფ) ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

ქ) ამ მუხლის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე, ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ღ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოციირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ყ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;

შ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.“;

 

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;

ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;

დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;

ვ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;

ზ) დანაშაულის ანალიზი;

თ) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;

ი) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

კ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;

ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

ნ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მთავარი პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;

პ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი

მთავარ პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი