„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016572
67
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
110030000.22.027.016572
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №67

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №86 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110030000.22.027.016487) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“-„შ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) ევროინტეგრაციისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

რ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ს) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ტ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება  და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

უ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ფ) ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

ქ) ამ მუხლის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ღ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ყ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;

შ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

გ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

დ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ე) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;

კ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.“.

 

4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სამმართველოს მრჩევლები;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი