დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 30/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.880 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2007 - 02/11/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №239
2007 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;
დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოხელეები
სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის თანაშემწეები;
გ) სამმართველოს უფროსები;
დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;
ე) სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მინისტრის საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.
4. 91 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.
5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა;
ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;
გ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია;
დ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;
ე) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;
ვ) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა.“.
6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. სოციალური დაცვის დეპარტამენტი
სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;
გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა.“.
7. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ზ) სამობილიზაციო გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საომარი მდგომარეობისა და კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის შექმნა და შენახვა დადგენილი წესით; სამინისტროს საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებული სამობილიზაციო რეზერვის შენახვის პროცესის ზედამხედველობა; სამობილიზაციო რეზერვში დასაგროვებელი ქონების ნუსხის შემუშავება და რაოდენობის დადგენა, შენახვისას ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
თ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;
ი) საგანგებო სიტუაციის დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ფორმირებების შექმნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია.“.
9. მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. დებულებას დაემატოს 183 და 184 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 183. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ე) აპოსტილის დამოწმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია.
მუხლი 184. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან) ურთიერთობების კოორდინაცია;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულების დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;
დ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს №216/ნ ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) განახორციელოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებანი.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 25 ოქტომბრიდან, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2007 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები