საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18/37
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
010320000.58.070.016038
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2015 - 07/02/2018)

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №18/37

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1) და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №2). 
მუხლი 2
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ ბრძანების №1 დანართის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან 2015 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (www.sao.ge) გამოქვეყნება. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია



დანართი №1

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ - წესი)  განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (შემდგომ - სამსახური) არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.

2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს სამსახურს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება

1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე: www.sao.ge (შემდგომ – ვებგვერდი).

2. სამსახური უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის პერიოდულ განახლებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა მისი შეცვლის, დაზიანების და დაკარგვის გარეშე.

4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. სამსახური უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. სამსახური განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს).

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პერიოდულობის დაცვით.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მიწოდებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში.

მუხლი 4. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია

1. ზოგადი ინფორმაცია სამსახურის შესახებ

ინფორმაციის დასახელება

პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული

განახლების ვადები

1.1

სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

1.2

ინფორმაცია სამსახურის გენერალური აუდიტორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ (სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი)

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

1.3

ინფორმაცია სამსახურის პრეზიდიუმის და ეთიკის კომისიის შემადგენლობის შესახებ

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

1.4

სამსახურის მიერ შემუშავებული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

1.5

სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)

1.6

სამსახურის მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების  სამსახურის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ცხელი ხაზის ნომერი

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

           2. სამართლებრივი აქტები

2.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სამსახურის საქმიანობასთან

იურიდიული დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

2.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურის შეფასებით საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

3. საჯარო ინფორმაციის გვერდი

3.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა, სამსახურებრივი ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

3.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

3.3

სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ადმინისტრაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად (ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა)

3.4

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ადმინისტრაცია

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

4.1

გენერალური აუდიტორის ბრძანება სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

4.2

სამსახურში გამოცხადებული კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი

ადმინისტრაცია

განახლდება კონკურსის გამოცხადებისთანავე

4.3

ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ (მხოლოდ კონკურსის შედეგად დანიშნული პირის ვინაობა და დაკავებული თანამდებობა)

ადმინისტრაცია

განახლდება ცვლილებიდან  არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

4.4

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სამსახურში კონკურსის ჩატარების წესს

იურიდიული დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

4.5

სამსახურში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ადმინისტრაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

5.1

სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა), განახლების შემთხვევაში – ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

5.2

სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

5.3

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ინფორმაცია სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6. ინფორმაცია სამსახურის დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

6.1

სამსახურის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6.2

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად, აგრეთვე წლიურად – წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

6.3

გენერალური აუდიტორის ბრძანება სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

6.4

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (სახელის, გვარის და დაკავებული თანამდებობის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6.5

ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების კვარტალური ოდენობის შესახებ  სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეებზე (ჯამურად)

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6.7

სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6.8

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6.9

სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6.10

სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ სამსახურისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)

6. 13

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამსახურისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

6.14

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამსახურისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

7.  აუდიტი

7.1

წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმა

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა), განახლების შემთხვევაში – ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

7.2

აუდიტის ანგარიში/რეკომენდაცია

აუდიტის დეპარტამენტი

ქვეყნდება აუდიტის ანგარიშის დამტკიცებიდან/ რეკომენდაციის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

7.3

აუდიტის მეთოდოლოგია

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

7.4

სამსახურის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება

იურიდიული დეპარტამენტი

ქვეყნდება პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

7.5

სამართალდამცავ ორგანოებში გაგზავნილი ინფორმაციის სტატისტიკა

აუდიტის დეპარტამენტი

ქვეყნდება კვარტალურად

7.6

სამსახურის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში  წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)

7.7

სამსახურის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში  წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)

7.8

შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი ინფორმაცია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ

შესაბამისი აუდიტის დეპარტამენტი

ქვეყნდება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

7.9

სამსახურის ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

ქვეყნდება 2 წელიწადში  ერთხელ (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)

7.10

სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)

8.  პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია

8.1

შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

ქვეყნდება ყოველთვიურად

8.2

წლიური საფინანსო დეკლარაციები, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიშგებები

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

ქვეყნდება ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

8.3

გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ ინფორმაციის სტატისტიკა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

ქვეყნდება კვარტალურად

8.4

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის ანგარიში

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

ქვეყნდება არჩევნების დასრულებიდან 6 თვის ვადაში

8.5

ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს პოლიტიკურ დაფინანსებასა და მის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

 

8.6

პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგია

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

განახლდება ცვლილებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

 

შენიშვნა 1. ამ წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს.

შენიშვნა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

შენიშვნა 3. თუ ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია სამართლებრივი აქტის გამოცემასთან (მიღებასთან), ინფორმაცია უნდა განახლდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

 


 

დანართი №2

 

ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომში - სტანდარტი) განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.

2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: publicinfo@sao.ge.

3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენით.

4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

5. ამ სტანდარტის მე–4 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება არ განიხილება.

6. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური ამ განცხადებას გადასცემს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.

9. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

10. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

11. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური პირის თანხმობით უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით.

12. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

13. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.