„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016921
15/ნ
26/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
430030000.22.022.016921
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

 

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ხელოვნების/სპორტის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტესტირების ჩაბარების საფუძველზე“;

 

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. ხელოვნების/სპორტის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/სპორტის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, ტესტირების ჩაბარებამდე შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/სპორტის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გავლის სავალდებულოობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება“;

 

3. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხელოვნების/სპორტის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით“.

 

4. 25-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251  და 252 მუხლები:

„მუხლი 251. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია

1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის  საფუძველზე, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგად ჩაირიცხება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს, პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე, ცენტრის მიერ ორგანიზებული შემდგომი ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.

 

მუხლი 252.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია

1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგად ჩაირიცხება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლონ შიდა მობილობით მათ მიერ ჩაბარებული გამოცდის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე;

გ) შეიჩერონ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნონ მათ მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების მიერ ორგანიზებული შემდგომი ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე