დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016156 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016150) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლი ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსავლები 3 847,9 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის გადასახადები 70,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,672.9 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 105.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2 987.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,375.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,375.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრული არ არის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შეიქმნილი სარეზერვო ფონდი 50.0 ათ. ლარი გაიხარჯება მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 103.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 43.7 ათასი ლარი; ბ) სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55.3 ათასი ლარი; გ) სამამულო ომის ვეტერანების დაკრძალვის ხარჯი 4,0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თავი მე-8, მუხლი 31-ის თანახმად მოხდება დაფინანსება გრანტის მუხლით. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, რეაბილიტაცია, მოეწყობა ქალაქში და მოწესრიგდება საგზაო ნიშნულები, მოხდება ქ. ონში შიდა გზების (ქუჩების) ასფალტირება, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში სანიაღვრე არხების წმენდა-მოწყობა-რეაბილიტაცია, მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა გვანცა დედოფლის ქუჩაზე, მოეწყობა მინი სტადიონი, გამოცხადდება შესყიდვა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების, სახიდე და გასასვლელების მშენებლობა-რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპორტო მომსახურებაზე. განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია და ტექნიკური მომსახურება. ქ. ონში მჟავეწყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, შპს „მოედანი-2009“-სთვის ტერიტორიის შემოღობვა და მუზეუმის მშენებლობისათვის ტერიტორიის შეძენა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. ქ. ონში და შიდა სასოფლო გზების მოვლა-რეკონსტრუქცია, მოხდება ქ. ონში შიდა გზების (ქუჩების) ასფალტირება და ქალაქში საგზაო ნიშნების მოწყობა-მოწესრიგება. 2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებული სარემონტო სამუშაო 2014 წელს არ არის გათვალისწინებული. 2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად, ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება და გამოცხადდება შესყიდვა გარე განათების რეაბილიტაციაზე. 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საამშენებლო, გაზონების მოვლა-დასუფთავება და მაწანწალა ძაღლების პრევენციული ღონისძიების აღმოფხვრა. 2.5 საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ონში სანიაღვრე არხების წმენდა, მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები და ქ. ონში. კანალიზაციის მოწყობა გვანცა დედოფლის ქუჩაზე. 2.6 წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება სოფ. ღებში 2014 წელს დაწყებული წილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო. 2.7 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მინი სტადიონის მოწყობა და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების, სახიდე და გასასვლელების მშენებლობა-რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპორტო მომსახურებაზე შესყიდვა, ქ. ონში მჟავეწყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და შპს „მოედანი-2009“-სთვის ტერიტორიის შემოღობვა. 2.8 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2014 წელს გათვალისწინებული სოფ.კვაშხიეთის და შრომისუბანში სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი სამუშაოების შესრულება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ალტერნატიური ჯგუფების შექმნა სოფელ უწერაში, გლოლაში და სორში. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 100 ბავშვი და დაქვემდებარებაშია ერთი ალტერნატიული ჯგუფი სოფ. ღარში და ვგეგმავთ შევქნათ სოფ. უწერაში, გლოლაში და სორში დამატებითი ჯგუფები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში; სარაიონო ტურნირი ჭადრაკში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მუნიციპალიტეტის 120–მდე სპორტსმენი ჭიდაობის, ფეხბურთის, ჭადრაკის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4.2 კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2015 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ.ონში ფუნქციონირებს ააიპ სახელოვნებო სკოლა, სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 25-მდე მოსწავლე.სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი, ისე მშობელთა შემონატანით, ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 40-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების საგნები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს, გადასახადისაგან განთავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახალწლო და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 4.2.2 კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც გარემონტებულ შენობაში დაკავებულია ამ დროისათვის 115 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე, ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, თოჯინების და სახალხო თეატრი და ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეებზე სხვადასხვა თანხით საშუალოდ ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება. 4.2.3 მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები. 4.2.4 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2015 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში გადის 1 მთავარი და 16 სასოფლო ფილიალი. 4.2.5 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, შემოწმება, ძეგლისა და ძეგლის ნიმუშის მქონე ობიექტების გამოვლენა და მათი აღრიცხვა, სიის შედგენა, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებზე საინფორმაციო აბრების გაკეთება და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 4.2.6 ტურიზმისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქართულ-ებრაული კულტურული ისტორიული ურთიერთობის შესწავლა და გაღრმავება, ერთობლივ სოციალურ, ტურისტულ, სახელოვნებო, ლიტერატურულ პროექტებზე მუშაობა, საგანმანათლებლო საერთაშორისო პროექტების განხორციელება. ქართულ-ებრაული ურთიერთობები, გაცვლითი მიმოსვლები მოსწავლეებს შორის. 4.3 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა ონელობის ღონისძიება, სადაც მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, არჩეული იქნება საპატიო მოქალაქე და გაიხსნება ვარსკვლავი, დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი; მონაწილეობას მიიღებენ ქ. ცაგერში ფოლკლორულ ფესტივალში; მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ კონკურსში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“; „ძველი დიდების ნაკვალევზე“ გაიმართება მოგზაურობა მოწინავე ახალგაზრდების თურქეთში; მოხდება საქართველოს რესპობლიკური და საერთაშორისო ჩემპიონატებში გამარჯვებული ააიპ სასპორტო სკოლის სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება და ჩატარდება სპორტული თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. განხორციელდება ჯოისუბანში ნაციხვარის გორიმოს ციხის მიდამოებში კვლევითი საქმიანობა, სადაც გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობა. დაფინანსდება გაზეთი. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობის სამუშაოები. 4.5 ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 120 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფინანსება როგორც ბიუჯეტიდან ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, ცეკვის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, მათემატიკის და მხარეთმცოდნეობის წრეები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.3 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.4 მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის დაზარალებული ოჯახების დაფინანსება: 5.2.5 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.6 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.7 9 და 26 მაისის და საახაწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.8 სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალ. ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.9 ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები