დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.032.016174 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი, 0102240030.22.032.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ“. ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის თანდართული დებულება“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება“. ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს“; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯებესების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება; დ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების მომზადების ორგანიზება; ე) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა“. დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება; ბ) მიწის კონსოლიდაციის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების, საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება“. ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების მომზადების ორგანიზება; ვ) ნიადაგის დაცვასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობის მიღება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები