შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018523
  • Word
150
05/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018523
შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 150

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „კანარგო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5  პუნქტის შესაბამისად:

1.  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში , ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად,  საძიებო და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯოს სატყეო უბნის საგარეჯოს  სატყეოს კვარტალ 18-ის ლიტერ 6 და 8-ში, კვარტალ 20-ის ლიტერ  3-ში და კვარტალ  21-ის ლიტერ 1-ში,  18542 კვ.მ   მიწის  ფართობზე, სახელმწიფო  ტყის  ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა შპს „კანარგო ჯორჯიას“ გან საზღვროს  2016 წლის  1 დეკემბრამდე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიების სახით,  შპს „კანარგო ჯორჯიამ“ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ  კახეთის  სატყეო  სამსახურის  საგარეჯოს სატყეო უბნის  პატარძეულის  სატყეოს  14 კვარტალის 2 ლიტერში,  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (18542 კვ.მ), 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.

პრემიერ-მინისტრი                                                ი. ღარიბაშვილი