შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018525
  • Word
148
05/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018525
შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 148

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით,   შპს ,,საქართველოს ფოსტამ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს 10 ერთეული  სპეციალიზებული კლასის მეორადი ავტომანქანის  შესყიდვა.

პრემიერ- მინისტრი                                            ი. ღარიბაშვილი