დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018526 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №147
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1934 განკარგულებით მოწონებულ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი შემდეგი ცვლილებები:
ა) ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის 10 მარტის 14:00 საათი;
ბ) 2018 წლის იანვრის ბოლომდე წელიწადში მინიმუმ 2 (ორი) მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
გ) ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება და წარმოების დაწყება არა უგვიანეს 2019 წლის იანვრისა;
დ) ხელშეკრულების ხელმოწერამდე, გამყიდველისათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და საქართველოს ეროვნული ბანკის ან ადგილობრივი კომერციული ბანკის მიერ დადასტურებული 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და მოქმედი იქნება 2019 წლის 1 ივნისამდე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები