„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018433
48
11/02/2015
ვებგვერდი, 12/02/2015
010220030.10.003.018433
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2015 წლის 11 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 010220030.10.003.017705) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1):

1.   მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ საბჭოს გადაწყვეტილებების, საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებებისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესის კოორდინაციას;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“  ქვეპუნქტები:

„ი1) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს ან მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს კონკრეტული ინფორმაციის ან/და ანალიტიკური მასალის მიწოდების თაობაზე;

2)  ამ  მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უფლებამოსილია, მოიწვიოს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები და მისცეს მათ შესაბამისი რეკომენდაციები;“.

3. მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის:

ა.ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“;

ა.ბ)  „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).“;

 ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

 გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საკანონმდებლო აქტების და ასევე, საქართველოს  პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტებს საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;“;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“  ქვეპუნქტი:

„ლ1) ახორციელებს საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე არსებული ან/და მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/პროექტების და ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ ანალიზსა და ექსპერტიზას;“;

ე) მე-4 პუნქტის:

ე.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) საბჭოს  გადაწყვეტილების  ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;“;

 ვ) მე-5 პუნქტის:

ვ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბჭოს  გადაწყვეტილების ან  საქართველოს  პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;“;

ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

 ა) ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, საკადრო და ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) საბჭოს მდივნის დავალებით, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე  ახორციელებს საბჭოს სხდომების, მისი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მოსაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე, აწარმოებს საბჭოს სხდომის საოქმო ჩანაწერებს;

 გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფას;

დ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, ასევე, ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ე) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

ვ) წარმართავს საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს;

ზ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.“;

თ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი), რომელიც კრიზისული სიტუაციებისას, კერძოდ: ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების და სხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):

ა) ახორციელებს კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პრევენციის მიზნით, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვის კოორდინაციას;

ბ) უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაციას;

გ) ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ გეგმებთან უწყებრივი გეგმის შესაბამისობის დადგენას;

 დ) ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) საინფორმაციო ბანკს;

ე) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) მზადყოფნას;

ვ) კრიზისის შემდგომ პერიოდში ახორციელებს კრიზისული სიტუაციის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას და ანალიზს;

ზ) ეროვნული ინტერესებისათვის  საფრთხის  შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საშიშროების ან მისი დადგომის შემთხვევაში:

ზ.ა) დაუყოვნებლივ ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას;            

ზ.ბ) ახდენს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;

ზ.გ) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) გამართულ ფუნქციონირებას;

ზ.დ) ამზადებს კრიზისული სიტუაციის დაძლევის და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ.ე) ახორციელებს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

თ)  ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი  41.  საბჭოს  მდივნის  მოადგილეების  უფლებამოსილებები და სტატუსი

1.  საბჭოს მდივანს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაც საბჭოს მდივნის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლების საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 2. საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილეები იმავდროულად არიან  საბჭოს  აპარატის  სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების დირექტორები, გარდა ადმინისტრაციული დეპარტამენტისა.

3. საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ შესაბამის დეპარტამენტზე (დეპარტამენტებზე) დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.

4. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის  საშტატო განრიგი (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №2
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზების მართვის საბჭოს

აპარატის საშტატო განრიგი


საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი

 

1

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე - დეპარტამენტის დირექტორი

1

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე - დეპარტამენტის დირექტორი

4

სულ:

6

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

1

მრჩეველი

6

წამყვანი სპეციალისტი

3

უფროსი სპეციალისტი

1

                                                                                                                 სულ:

13

 

 

შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის დირექტორი

-

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2

უფროსი მრჩეველი

9

მრჩეველი

4

                                                                                                                 სულ:

15

 

 

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის დირექტორი

-

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2

უფროსი მრჩეველი

7

მრჩეველი

5

                                                                                                                 სულ:

14

 

ეკონომიკური უსაფრთხოების  დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის დირექტორი

-

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

5

მრჩეველი

2

                                                                                                                 სულ:

8

 

თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის დირექტორი

-

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

3

                                                                                                                 სულ:

4

 

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

 

დეპარტამენტის დირექტორი

-

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2

უფროსი მრჩეველი

3

მრჩეველი

2

წამყვანი სპეციალისტი

1

სპეციალისტი

3

                                                                                                                 სულ:

11

 

ჯამში

  71 - შტატი“.