დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.018434 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“:
1. მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საპასპორტო კონტროლის დროს პირის ფოტოგადაღება წარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების, სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენისა და თავიდან აცილების, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 2. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზასთან (SLTD).“. 3. მე-5 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორცილებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზასთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები