საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018518
  • Word
133
05/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018518
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №133

2015 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

   „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2015 წელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ პროგრამის (პროგრამული კოდი - 3702) „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია“ ქვეპროგრამით (ქვეპროგრამის კოდი – 370203) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

  პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი