დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018435 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 და I2 თავები:
„თავი I1 საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო თანამდებობები მუხლი 11 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განყოფილების უფროსი; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მთავარი სპეციალისტი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წამყვანი სპეციალისტი; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფროსი სპეციალისტი.
თავი I2 საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო თანამდებობები მუხლი 12 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) გენერალური დირექტორი; ბ) გენერალური დირექტორის მოადგილე; გ) დეპარტამენტის დირექტორი; დ) სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მდივანი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ბ) მთავარი ბუღალტერი; გ) განყოფილების უფროსი; დ) სამდივნოს უფროსი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) წამყვანი სპეციალისტი; გ) უფროსი სპეციალისტი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) მდივან-სპეციალისტი; ბ) სპეციალისტი. “.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
,, თავი II1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები მუხლი 21 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; გ) დეპარტამენტის დირექტორი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ბ) განყოფილების უფროსი; გ) მთავარი მრჩეველი; დ) უფროსი მრჩეველი; ე) ბუღალტერი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მრჩეველი; ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე; გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანაშემწე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები