ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018541
  • Word
132
05/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018541
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №132

2015 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე  გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 6500 (ექვსიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2100 (ორიათას ასი) ლარის ოდენობით;

დ) მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 35%-ით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

    პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი