დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018535 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №126
2015 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ #205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე და მიწისზედა საშუალებამდე (დგუშის მიმღები-გამშვები სადგური) მისასვლელი გზის მშენებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | საკადსტრო კოდი | მისამართი | დანიშნულება | ფართობი (მკვ) |
| 1 | 84.08.32.212 | რაიონი თეთრიწყარო, სოფელი ხაიში | არასასოფლო-სამეურნეო | 6624 |
| 2 | 84.08.32.211 | რაიონი თეთრიწყარო, სოფელი ხაიში | არასასოფლო-სამეურნეო | 1056 |
| 3 | 85.05.25.494 | რაიონი წალკა, სოფელი ნარდევანი | არასასოფლო-სამეურნეო | 6 |
| 4 | 85.05.25.485 | რაიონი წალკა, სოფელი ნარდევანი | არასასოფლო-სამეურნეო | 328 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები