დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018516 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №122
2015 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს შპს ,,ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისაგან“ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების შესყიდვა (2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებულ სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებით), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა მიიმართოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურ ისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
3. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები