დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №72 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge), 17/12/2014,190020020.35.156.016190)) შეტანილი ცვლილებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016201 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №72 დადგენილებაში((www.matsne.gov.ge), 17/12/2014,190020020.35.156.016190)) შეტანილი ცვლილებების შესახებ
|
დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №72 დადგენილებაში((www.matsne.gov.ge), 17/12/2014,190020020.35.156.016190)) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1.დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4984,7 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 6253,6 ათსი ლარის ოდენობით და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით, მიღებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა 6253,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის : ა) გადასახადები 1800,0 ათასი ლარი; ბ)გრანტები 3039,2 ათასი ლარი; გ)სხვა შემოსავლები 1414,4 ათასი ლარი.
2.განისაზღვროს არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით; 3.წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთი 471,4 ათასი ლარი მიმართულ იქნეს ხარჯების დასაფარად; 4. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებები,საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 4994,7 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 6735,0 ათასი ლარის ოდენობით და მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 6735,0 ათსი ლარის ოდენობით; 5. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0102 - მუნიციპალიტეტის გამგეობის საქონელი და მომსახურების მუხლი 540,4 ათსი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 551,5 ათასი ლარის ოდენობით; 6.დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0103 - სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვოს 100,0 ათასი ლარის ოდენობით; 7.დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0201- საგანგებო სიტუაციების მართვის გრანტის მუხლი 165,0 ათსი ლარის ნაცვლად განისაღვროს 160,9 ათასი ლარის ოდენობით და აღნიშნული სხვაობა 4,1 ათსი ლარი მიმართული იქნეს -ა) შრომის ანაზღაურების მუხლში - 1,8 ათსი ლარი ბ) საქონელი და მომსახურების მუხლში - 0,3 ათასი ლარი გ) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში - 2,0 ათასი ლარი 8. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0301- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში 710,0 ათსი ლარის ნაცვლად 2231,2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი და მომსახურეობა 68,9 ათასი ლარის ოდენობით; 9.დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0302 - კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის არაფინანსური აქტივების მუხლი 110,0 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 117,3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი და მომსახურება 30,0 ათასი ლარის ოდენობით; 10.დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0602 - სოციალური პროგრამები 175,0 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 189,3 ათასი ლარის ოდენობით; 11.გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებები 26,2 ათასი ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები6253,6ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3039,2ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1414.4 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3494,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3231.0ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა3241.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო471.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 115.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 48.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 64.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს; მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გაწევა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართეველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში წყალ-მომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია,კერძოდ: ქ.დმანისში ჭუბერის პირველი და მეორე ჩიხის, გოგებაშვილის პირველი და მეორე გზის,ვაჟა-ფშაველას ქუჩის, გამსახურდიას ქუჩის,წმ.ნინოს ჩიხის, გაბაშვილის, გულისაშვილის, ერეკლე მეფისა და ბარათაშვილის გზის მოასფალტება, ასევე ქ.დმანისში დადიანის ქუჩის ქვაფენილით მოწყობა და ჭუბერის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფ. ტნუსის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის, ,ლოქჭანდარისა და იფნარის ხიდებთან სავალი გზის მოხრეშვა-მოტკეპნა,ხოლო მაშავერის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე გაგრძელდება სოფ.ირგანჩაის-საფარლოს და სოფ.კიზილაჯლო-იფნარის გზის მონაკვეთის 2კმ-იანი მანძილის მოასფალტება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზებული და რეაბილიტირებული იქნება შიდა რაიონულიმნიშვნელობის გზები, ასევე შეკეთდება და აღდგება ხიდები, რითაც მნიშვნელოვნად მოწესრიგდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებთან მისასვლელი გზები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალ-მომარაგების და გარე განთების ქსელის გაფართოება,არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფელებში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო-სამუშაოებიდა მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება. ასევე გათვალისწინებულია სოფ.გომარეთის მთის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. 2.2.2 ბინათმშენებლობა პროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებშიდაგეგმილია სოფ. მთისძირში მრავალსართულიანი შენობების საცხოვრებელი ბინების და სახლების სახურავების რეაბილიტაცია. 2.2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და ქ.დმანისში გამორჩენილი ქუჩების გარე განათების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ბინათმშენებლობაში გათვალისწინებულია მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოვლა-შენახვა, გარე განათების ქსელის გაფართოება,ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.4.დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქ დმანისის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება,ხოლო სოფლებში შედარებით ნაკლები ინტერვალით ნარჩენების გატანა, ასევე გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება,ხოლო დიდ თოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარაში,რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების დავიდან აცილება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.1 ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ დმანისის ქუჩების შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუკებისა და ნახაზების მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა.საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევა დამატებით სოფელ ბოსლების საბავშო ბაღი რომლის მშენებლობაც განხორციელდა 2014 წელს და აღიჭურვა სათანადო ინვენტარით. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.ყველა ბაღში დაგეგმილია შენობების ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფა და მათი კეთილმოწყობა. 3.1 სკოლამდელი განათლება(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი 11 ჯგუფით, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 280 ბავშვის ოდენობით,თითეულ ჯგუბში დასაშვებია კონტიგენტი არაუმეტეს 35 ბავშვისა, რომელსაც ემსახურება 44 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღები; 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურის,ქართული ენის ჯგუფები ეთნიკური უმცირესობისათვის და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 12 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 15-15 მოსწავლე. მუნიციპაიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანი ზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:
4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც უდავო ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) 2014 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“ორი-ორი ჯგუფი, „ქართული ჭიდაობის“, „ფეხბურთის“,ფრენბურთის, ჭადრაკის , თავისუფალ ჭიდაობის, სამბოს,ხრიდოლის და კინგბოქსინგიში თითო-თითო ჯგუფი სადაც გაერთიანებულია158-მდე სპორტსმენი; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი სადაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის წრეები რომელშიც სწავლობს 160-მდე მოსწავლე,ხოლო მუსიკალურსკოლებშისწავლობს-72-მდე მოსწავლე, სადაც ემსახურება 9 პედაგოგი,რომლის კვირეული დატვირთვა სავარაუდოს თითეულ პედაგოგზე შეადგენს 18 საათს და მიმდინარეობს სწავლება ფორტეპიანოს განხრით, 4 ბიბლიოთეკა და „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია; 4.2.1 კულტურის ცენტრის დაფინასება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2015წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა, 4 ბიბლიოთეკა და „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“. 4.2.2.კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02– 05 02 03- 05-02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის,მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკების გაერთიანება. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. ორი სპექტაკლის დადგმადრამატული თეატრის . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0–დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიის დაავადების მქონე პირების დახმარება,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა–მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. 5.2.2 უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (მარტოხელა უკიდურესად გაჭირვებული), მყოფი 41-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერადი კვება ცხელი კერძებით ბენეფიციერების მიერ სახლში გატანებით. 5.2.3 სოციალურად დაუცველთა ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70-100000-მდე სტაციონალური სამედიცინო ერთჯერადი დახმარება. 5.2.4 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.5 მუნიციპალური ტრანსპორტით სტუდენტების, ვეტერანების და უსინათლოების მგზავრობის საფასურის ნაწილობრივი ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტების და უსინათლოების უფასო მგზავრობა თვეში დამტკიცებული 8 ტალონის გამოყენების შესაბამისად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2014-2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. დმანისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
2013-2014 წლების მოკლე მიმოხილვა 2013 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა შეადგინა 7296.3ათასი ლარი, მათ შორის გადასახადები1917,2ათასი ლარი, გრანტები4543,4 სხვა შემოსავლები807,4 ათასი ლარი, პრივატიზაციიდან შემოსულმა სახსრებმა შეადგინა 28.3 ათასი ლარი. 2013 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 564.3 ათასი ლარი, საიდანაც 175,6 ათასი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი, ხოლო 450,0 ათასი ლარი წარმოადგენს თავისუფალ ნაშთს,რომელიც მიმართულია ხარჯების დასაფარავად. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარი შემოსავლები შეადგენს 2724.6 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები შეადგენს 110.0 ათას ლარს,რაც გახარჯული იქნა დელეგირებული უფლებამოსილების გათვალისწინებული სამსახურების დასაფარავად. 2014 წლის დმანისის მუნიციპალიტეტის შემოსულობების გეგმა შეადგენს 6784,6ათასი ლარი, მათ შორის გადასახადები 2000,0 ათასი ლარი, გრანტები 3359,6 ათასი ლარი,სხვა შემოსავლები 1395,0ათასი ლარი, პრივატიზაციიდან შემოსული სახსრები 30,0ათას ლარი. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარი შემოსავლები შეადგენს 4470,9 ათას ლარს,მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები შეადგენს 1075,9 ათას ლარს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის,ხოლო გათანაბრებითი ტრანსფერი 960,9 ათასი ლარი,რომელიც მოხმარდება დმანისი-საფარლოს საავტომობილო გზის 16კმ.ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაზე.
დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქარეველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში წყალ-მომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. კერძოდ ქ.დმანისში ჭუბერის პირველდა მეორე ჩიხის, გოგებაშვილის პირველი და მეორე გზის,ვაჟა-ფშაველას ქუჩის, გამსახურდიას ქუჩის, წმ.ნინოს ჩიხის, გაბაშვილის, გულისაშვილის, ერეკლე მეფისა და ბარათაშვილის გზის მოასფალტება, ასევე ქ.დმანისში დადიანის ქუჩის ქვაფენილით მოწყობა და ჭუბერის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფ. ტნუსის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის, ლოქჭანდარისა და იფნარის ხიდებთან სავალი გზის მოხრეშვა-მოტკეპნა,ხოლო მაშავერის ხიდის და ასევე გაგრძელდება ირგანჩაი-საფარლოს გზისა და კიზილაჯლო-იფნარის 2კმ-იანი გზის მოასფალტების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული იქნება შიდა რაიონულიმნიშვნელობის გზები, ასევე შეკეთდება და აღდგება ხიდები, რითაც მნიშვნელოვლად მოწესრიგდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებთან მისასვლელი გზები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალ-მომარაგების და გარე განთების ქსელის გაფართოება და არსებული ქსელის მოვლა-შენახვა, ასევე დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.უზრუველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფელებში სასმელი წყლის ქსელის სარიაბილიტაციო-სამუშაოებიდა მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება. ასევე გათვალისწინებულია სოფ.გომარეთის მთის წყლის სათავენაგებობის რეაბილიტაცია. რითაც გაუმჯობესდება ხარისხიანი წყლის მიწოდება. 2.2.2 ბინათმშენებლობა ( პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. მთისძირში მრავალსართულიანი შენობების საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია. 2.2.3.გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ.დმანნისის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია . მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: დმანისისწყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.ბინათმშენებლობაში მრავალსართულიანი ბინების სახურავების რეაბილიტაცია ,გარე განათების ქსელის გაფართოება,ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.4 ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.1ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ დმანისის ქუჩების შენობა-ნაგებობებისშენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 3.განათლება(პროგრამულიკოდი 0400) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია.
3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 280 ბავშვისოდენობით. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მიეცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 12 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 15-15 მოსწავლე. მუნიციპაიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;
4.1სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ფონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) 2014 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“ორი-ორი ჯგუფი, „ქართული ჭიდაობის“, „ფეხბურთის“, ფრენბურთის, ჭადრაკის , თავისუფალ ჭიდაობის, სამბოს,ხრიდოლის და კინგბოქსინგიში თითო-თითო ჯგუფი სადაც გაერთიანებულია 158-მდე სპორტსმენი; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი სადაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის წრეები რომელშიც სწავლობს 150-მდე მოსწავლე,ხოლო მუსიკალურსკოლებში სწავლობს-72-მდე მოსწავლე, სადაც ემსახურება 9 პედაგოგი,რომლის კვირეული დატვირთვა სავარაუდოდ თითეულ პედაგოგზე შეადგენს 18 საათს და მიმდინარეობს სწავლება ფორტეპიანოს განხრით, 4 ბიბლიოთეკა და „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“.წლის განმავლობაში დაიდგმევა თეატრის მიერ 2 სპექტაკლი . პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია; 4.2.1 კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2015 წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა, 4 ბიბლიოთეკა და ზინაიდა კერენჩხილაძის დმანისის სახელობის დრამატული თეატრი“. 4.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურისა და ბიბლიოთეკების გაერთიანება. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0–დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიით დაავადების მქონე პირების დახმარება,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა–მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. 5.3.2 უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 41-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვება ცხელი კერძებით ადგილზე (სასადილოში) ხოლო, იმ პირებზე რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება ცხელი კერძების სახლში გატანის უზრუნველყოფა. 5.3.3 სოციალურად დაუცველთა ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70-100000-მდე სტაციონალური სამედიცინო ერთჯერადი დახხმარება. 5.3.4 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდებასტუდენტების, ვეტერნების და უსინათლოების უფასო მგზავრობა თვეში დამტკიცებული 8 ტალონის გამოყენების შესაბამისად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები