დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის #39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018514 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №121
2015 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 20 იანვრის № 39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 20 იანვრის № 39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 63 377 034 (სამოცდასამი მილიონ სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი) ლარი, მათ შორის:“;
„1.3 ახალციხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 213 900 (ორას ცამეტი ათას ცხრაასი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.4 დმანისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 268 900 (ერთი მილიონ ორას სამოცდარვა ათას ცხრაასი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.5 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 253 431 (ორას ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ოცდათერთმეტი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.6 მარნეულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 782 800 (შვიდას ოთხმოცდაორი ათას რვაასი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 7 299 809 (შვიდი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ცხრა) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.8 წალკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 94 500 (ოთხმოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.11 საჩხერის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 563 849 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდასამი ათას რვაას ორმოცდაცხრა) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.13 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 857 000 (რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 967 896 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.20 ონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 820 128 (რვაას ოცი ათას ას ოცდარვა) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.23 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 150 900 (ას ორმოცდაათი ათას ცხრაასი) ლარი №23 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.27 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 862 100 (რვაას სამოცდაორი ათას ასი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.28 მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 583 794 (ხუთას ოთხმოცდასამი ათას შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.29 დუშეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 174 587 (ას სამოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 951 432 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.34 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 491 310 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას ათი) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.35 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 102 000 (ას ორი ათასი) ლარი №35 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.36 ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 699 000 (ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.39 ახმეტის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 715 674 (შვიდას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.40 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 974 286 (ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.41 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 548 403 (ხუთას ორმოცდარვა ათას ოთხას სამი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.47 ყვარლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 967 974 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაშვიდი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 244 020 (ორას ორმოცდაოთხი ათას ოცი) ლარი №49 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.50 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 221 550 (ორას ოცდაერთი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი №50 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.51 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 75 210 (სამოცდათხუთმეტი ათას ორას ათი) ლარი №51 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.52 ვანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 666 070 (ექვსას სამოცდაექვსი ათას სამოცდაათი) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.53 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 93 450 (ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.54 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 129 778 (ერთი მილიონ ას ოცდაცხრა ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარი №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.55 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 643 080 (ექვსას ორმოცდასამი ათას ოთხმოცი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.56 მარტვილის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 612 700 (ორი მილიონ ექვსას თორმეტი ათას შვიდასი) ლარი №56 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.57 სენაკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 155 666 (ას ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაექვსი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.58 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 985 492 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.59 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 045 070 (ორი მილიონ ორმოცდახუთი ათას სამოცდაათი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.60 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 940 634 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.61 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 124 500 (ას ოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 299 999 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.63 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არ უმეტეს 146 400 (ას ორმოცდაექვსი ათას ოთხასი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
ბ)დანართები №3; №4; №5; №6; №7; №8; №11; №13; №16; №20; №23; N27; №28; №29; №33; №34; №35; №36; №39; №40; №41; №47; №49; №50; №51; №52; №53; №54; №55; №56; №57; №58; №59; №60; №61; №62; №63 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები