დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სამინისტროს აპარატის დაფინანსების ფარგლებში ექსპერტების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018506 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №110
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სამინისტროს აპარატის დაფინანსების ფარგლებში ექსპერტების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს სამინისტროს აპარატის (პროგრამული კოდი – 38 01 01) დაფინანსების ფარგლებში, თანადაფინანსების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს შემდეგი ექსპერტების მომსახურების შესყიდვა:
ა) უილრიხ კინდერმანი (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტი);
ბ) ანთიე ფიშერი (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტი).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები