დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018512 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №109
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №6) სამინისტროს აპარატის გარდა განთავსებულნი არიან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნება დაერთოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებისთვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობა, დასუფთავება, შენობის დაცვის მომსახურება და ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები