დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018570 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №105
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2015 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარედ, განახორციელოს 400 000 (ოთხასი ათასი) ძირი ხე-მცენარის დარგვითი და მოვლითი სამუშაოებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით, 905509.50 (ცხრაას ხუთი ათას ხუთასცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები