დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2015 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018568 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №103
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2015 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებულ იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურისა (დანართი №1) და სსიპ – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დანართი №2) 2015 წლის ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.
2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის პირველი თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები