დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018567 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №102
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 აპრილის N4485-Iს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის N4730-Iს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია) შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების – „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“-ის, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 9 დეკემბრის N5455-IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროსა და კომპანიას შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“-ისა და საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 20 თებერვლის N2032-IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროსა და კომპანიას შორის 2014 წლის 7 მარტს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3“-ის შესაბამისად:
1. სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით – „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 25 04) და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N430 ბრძანებით დამტკიცებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრები“ ეტაპობრივად გადაურიცხოს კომპანიას, კომპანიის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
2. სამინისტრომ კომპანიისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
3. კომპანიას უფლება აქვს მიღებული თანხებით გასწიოს ხარჯები, აგრეთვე, საკუთარი სახსრებით შეასრულოს აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების კატეგორიების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესაბამისად განსახორციელებელი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა ანაზღაურება შემდგომში განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ კომპანიის კაპიტალში შეტანა.
5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები