,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.164.016158
6
10/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
270070000.35.164.016158
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 10 თებერვალი

ქ. ყვარელი

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

მუხლი 1
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხარჯების  ანაზღაურების  კონკრეტული  ოდენობის  განსაზღვრისთვის  შესაძლებელია,  გათვალისწინებულ იქნეს   საკრებულოს   წევრის   მიერ   საკრებულოს,   საკრებულოს   ბიუროს,   საკრებულოს   კომისიებისა   და ფრაქციების  სხდომებში,  ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი    დასწრების    მონაცემები.    ამ   მონაცემების    საფუძველზე    საკრებულოს   აპარატის   უფროსს წარუდგენს ინფორმაციას ინფორმაციას  (მოხსენებით  ბარათს)  ადგენს  როგორც  წესი,  წინა  თვის  22 რიცხვიდან  მიმდინარე  თვის  24 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 15   რიცხვის  (ან  შემდგომი   სამუშაო   დღის)   მომდევნო   სამუშაო   დღეს.   საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს წევრები  როგორც წესი, ყოველი თვის 22 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 22 რიცხვი ემთხვევა საქართველოს   კანონმდებლობით   გათვალისწინებულ   უქმე  ან/და  დასვენების  დღეს  -  მომდევნო  სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან  შეხვედრისთვის  ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეხვედრების ოქმები და სხვ.)), წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის   უფლებამოსილების    განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.

 ,,საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის ზღვრული ანაზღაურება განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი