შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018563
  • Word
97
02/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018563
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 97

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 215096367) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია:

ა) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ არსებული საბაგიროების, დახრილი ლიფტისა და გონდოლის გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ტექმომსახურებასა და ტექნიკური დათვალიერების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურებასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გეგმური სამუშაოების ჩასატარებლად შეადგენს დაახლოებით 300000 (სამასი ათასი) ლარს;

ბ) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ არსებული საბაგიროების გამშვები სისტემის გამართულად მუშაობისათვის და ექსპლუატაციისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, დამშვები სისტემის მონაცემების უწყვეტად მიღებასთან, ტექნიკური მომსახურების, ბილეთებისა და პროგრამული პაკეტების, მარკეტინგული საშუალებების გამართვის და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურებასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გეგმური სამუშაოების ჩასატარებლად შეადგენს დაახლოებით 300000 (სამასი ათასი) ლარს;

გ) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ არსებული თოვლსატკეპნი მანქანებისთვის (სპეცტექნიკისთვის) და თოვლმავლებისთვის (ბურანებისთვის) საჭირო სათადარიგო ნაწილების და ტექმომსახურების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურებასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გეგმური სამუშაოების ჩასატარებლად შეადგენს დაახლოებით 160000 (ას სამოცი ათასი) ლარს;

დ) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ თოვლის პარკის მოწყობის მიზნით განსახორციელებელ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 20000 (ოცი ათასი) ლარს;

ე) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში „დიდველზე“ შეჯიბრებების ჩასატარებლად არსებული გამშვები სისტემის გამართულად მუშაობისათვის და ექსპლუატაციისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებთან ტექნიკური მომსახურების და სპორტული ატრიბუტების შეძენასთან, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 20000 (ოცი ათასი) ლარს.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებლი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ -მინისტრი                                 . ღარიბაშვილი