დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.032.016175 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში (ვებგვერდი, სსმ, №50, 27/04/2009 სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.019) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება; ბ) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა; დ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება; ე) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია.“ 2. 31 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები 1. დარგობრივი განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებების განსაზღვრა; ბ) მემცენარეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის დარგებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და მათი განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით ფერმერთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა; ე) სოფლის მეურნეობაში ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) მეთესლეობის, ნერგის წარმოების, მეცხოველეობის და თევზის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა; ზ) სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; თ) სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკის შესახებ ცნობადობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით სათანადო რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება; ბ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის მიახლოების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) კრიზისული მდგომარეობის მართვისა და საგანგებო ზომების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ვ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლობო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა; ი) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება; მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა; ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები