დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1954 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/11/2005 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.001.975 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების პროფილის მცირე საწარმოების პრივატიზება განხორციელდეს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებზე პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს წესი გავრცელდეს იმ მცირე საწარმოებზე, რომელთა საბალანსო ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. აღნიშნული მცირე საწარმოების გასაყიდი ფასი განისაზღვროს პრივატიზაციის დღისათვის არსებული საბალანსო ღირებულების და ამ კანონის მიღების დროს მოქმედი ზონალური კოეფიციენტის მიხედვით. პირდაპირი მიყიდვის წესით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ობიექტების პრივატიზება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 13 ოქტომბერი.
№1954–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები