შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018502
  • Word
90
29/01/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018502
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №90

2015 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების (შემდგომში - დებულება) 74   მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ აჭარის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების პროექტის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მშენებლობის პროცესში გამოყენების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245591426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება:

 

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) მ3 ტუფობრექჩია შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 

2. შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:

 ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის;

გ) განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს:

გ.ა) 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა - 46 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის;

გ.ბ) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა - 70 000 მ3 ტუფობრექჩიის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდეგში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.

3. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების საფუძველზე, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                      ი . ღარიბაშვილი