დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018502 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №90
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ აჭარის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების პროექტის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მშენებლობის პროცესში გამოყენების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245591426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) მ3 ტუფობრექჩია შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
2. შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის;
გ) განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს:
გ.ა) 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა - 46 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის;
გ.ბ) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა - 70 000 მ3 ტუფობრექჩიის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდეგში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
3. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების საფუძველზე, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები