შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018558
  • Word
89
29/01/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018558
შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 89

2015 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებულ მიწის ფართობებზე (74630 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა, შპს „RMG Gold“-ს განესაზღვროს 2020 წლის პირველ იანვრამდე.

 2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „RMG Gold“-მა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეო კვარტალ №40-ის ლიტერ №24-ში 1.0 ჰა. ფართობზე, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტ. №7, 8-ში  3.0 ჰა. ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა. ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის პატარა დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა. ფართობზე, 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.

პრემიერ-მინისტრი                                          ი. ღარიბაშვილი