დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას და ,,Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S.“- ს შორის დასადები უფლება-მოვალეობათა აღიარების ხელშეკრულების (Dead of Adherence) თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018511 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №84
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და ,,Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S.“-ს შორის დასადები უფლება-მოვალეობათა აღიარების ხელშეკრულების (Dead of Adherence) თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ და ,,Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S.“-ს შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის (შპს „ჩალიკ ჯორჯია“) დაფუძნების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს, ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დანართი №4-ის შესაბამისად განსაზღვრული საქართველოს მთავრობას, შპს „ჩალიკ ჯორჯიას“ და ,,Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S.“- ს შორის დასადები უფლება-მოვალეობათა აღიარების ხელშეკრულების (Dead of Adherence) პროექტი.
3. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, უფლება-მოვალეობათა აღიარების ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები