დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016721 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა.“. 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების მიმართ, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას.“. 3. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.“. 4. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა), სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.“. 5. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები