დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018499 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №80
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 01 04) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი მომსახურების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვები:
ა) ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფირმირებისათვის საჭირო პიარ აქტივობებისათვის აუცილებელი მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, მათ შორის ბუკლეტების დარიგების მომსახურება და ბეჭდვითი მასალების განთავსება პრესაში;
ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შეძენილი ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის (ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“) ლაბორატორიული ტესტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები