დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თი-აი-ეი დეველოფმენთ ქორფისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018500 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №79
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თი-აი-ეი დეველოფმენთ ქორფისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე“
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე 10017 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.30.001.008) და ქ. თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე (ნაკვ. 01/089) მდებარე 3737 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.30.001.089) უსასყიდლო აღანაგობის უფლებით, ხოლო ქ. თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე 20191 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.30.001.154) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, ყოველთვიურად 10 000 (ათი ათასი) ლარის (დღგ-ის გარეშე) გადახდის სანაცვლოდ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით (შემდგომში ხელშეკრულების ავტომატურად 25 (ოცდახუთი) წლის ვადით გაგრძელების პირობით, თუკი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რომელიმე მხარე უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე) შპს „თი-აი-ეი დეველოფმენთ ქორფისათვის“ გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები