დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018495 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №77
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2015 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის (პროგრამული კოდი: 37 03) „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 02), „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 03) და „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 37 03 06) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები