დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებაში“ დამატებების შეტანის შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018556 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №69
2015 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებაში“ დამატებების შეტანის შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებაში“ დამატებების შეტანის შესახებ ოქმს, რომელიც შეეხება „ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართის „შავ და კასპიის ზღვებზე სარკინიგზო-საბორნე კომპლექსების მართვის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ“ მიღებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები