დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018426 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017493) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს დროშით მცურავი იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი № 5-ის შესაბამისად.“. 2. №1 დანართის ცხრილი №1 და ცხრილი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დანართი №1
ცხრილი 1 საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპა ჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით , გარდა ამავე №1 დანართის ცხრილ №3-ში და ცხრილი №5-ში მოცემული მცურავი საშუალებებისა, ასევე იმ მცურავი საშუალებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი
ცხრილი 5
საქართველოს დროშით მცურავი იახტების(აფრიანი ან მოტორიანი),ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით საგემბანე შემადგენლობა
იახტსმენი სავახტე ოფიცერი Reg.II/1 კაპიტანი Reg. II/3(<500რტ.) – Capt.-RegII/3 უფ. თანაშემწე Reg. II/2 – CO-Reg.II/2 კაპიტანი Reg. II/2 – Capt.-RegII/2 სამანქანე შემადგენლობა
მე-2 მექანიკოსი Reg. III/3(<3000კვ) – 2E-Reg.III/3 უფროსი მექანიკოსი Reg. III/3(<3000 კვ.) – CE-Reg.III/3 მე-2 მექანიკოსი Reg. III/2 – 2E-Reg.III/2 უფროსი მექანიკოსი Reg. III/2 – CE-Reg.III/2 *** საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრებს ზღვაში გასვლისას უნდა გააჩნდეთ მოქმედი-მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა(Seafarer Medical Certificate) STCW I-9 პუნქტის შესაბამისად. *** კატარღის მინიმალური ეკიპაჟი განისაზღვროს 1 ადამიანით, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა, ხოლო თუ კატარღა გამოიყენება ბუქსირებისათვის (პარაშუტის ან გასაბერი-მოტივტივე მცურავი საშუალებისათვის) მინიმალური ეკიპაჟი განისაზღვროს 2 ადამიანით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები