დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016218 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/02/2015 - 19/02/2018)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი 2); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა (დანართი 3); დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა (დანართი 4);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი 5); |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი |
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი |
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე). მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება . 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება: ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი; ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი; გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით და ჯარიმის ოდენობა; ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები; თ) მერვე პუნქტში: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ფურცლების რაოდენობა; ი) მეცხრე პუნქტში: თანხის მიმღები ბანკის დაწესებულების მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა. 6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა–განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 4. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა–ანგარიშგება. 1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4.საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. 5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3). 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში(დანართი 4) 7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 , 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს გამგეობის ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 7. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 8. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. |
დანართი №2
|
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის)
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №. |
დანართი №3
|
საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
|
| |||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
|
|
დანართი №5
|
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა
ა ქ ტ ი №___
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ___ ____________________ 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის
სამსახურის უფროსი: __________________________________ _____________________
|
დანართი №6
|
საქმე №_____
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური _________________________________________________________________________ (სააღსრულებლო ფურცლის გამცემი) ____________________________________________________________________ საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებლო ფურცელი _______________________________________________________________________________ დადგენილების გამოტანის თარიღი _____________________________________________________________________ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ______________________________________________________
________________________________________________________ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები : მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი სამსახურის უფროსი_____________________________ _______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები