დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის N195/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.022.016920 |
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის N195/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.022.016715) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის:
ა) „ა“ და ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;
„ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;“
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;“
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;“
დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;“
ე) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ)
„ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;“
ზ)
„მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;
ო) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის კოორდინაცია და კონტროლი.“
ი) ,,პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“
2. მე-6 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველო.“
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო.“
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“
4. მე-10 მუხლის:
„ბ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;
„ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;“
„დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;“
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;“
დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;“
ე) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ლ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;“
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა:
,,ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;
ბ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის კოორდინაცია და კონტროლი;
გ) დაფინანსებული სტუდენტების სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივი კონტაქტი;
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საჭიროებისამებრ, ხელშეკრულებების ან მემორანდუმების გაფორმება;
ე) „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილების მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ვ) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“
6. მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:
„მუხლი 12.
1. ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება; 2014 წლის 27 ივნისის „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტირებულ ევროკომისიის დელეგაციასთან აქტიური თანამშრომლობა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება;
ზ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები