„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 16/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.027.016564
59
09/02/2015
ვებგვერდი, 10/02/2015
010320000.22.027.016564
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №59

2015 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში სამუშაო დროის შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს №270 ბრძანების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით (სსმ III, 31/05/2010 წ.) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო

1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროის ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, გარდა გენერალური ინსპექციისა, სამუშაოს დაწყების დროდ განისაზღვრება 09.00 საათი, ხოლო დასრულების დროდ - 18.00 საათი. გენერალურ ინსპექციაში სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე  და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო განისაზღვრება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით.

3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე ან 14.00-დან 15.00 საათამდე.

4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალებით, პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.“.

 

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სამსახურებრივ დოკუმენტებზე (ოფიციალური წერილები, დასკვნები, პრესრელიზები, კანონპროექტები, კვლევები, თარგმანები და სხვ.) მუშაობა (დოკუმენტის შექმნა, რედაქტირება და შენახვა) დოკუმენტების მენეჯმენტის პროგრამაში - SmartDoc;“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას პროფესიული იმიჯი და ოფიციალური ჩაცმულობის სტილი.“.

 

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებისათვის გაცნობა.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 16 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი