დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 09/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016009 |
01
09/02/2015
ვებგვერდი, 10/02/2015
290160000.60.072.016009
სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
“დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 22–ე მუხლის 1–ლი და მე–16 პუნქტების შესასრულებლად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29–ე, 30–ე და 31–ე პუნქტების, ამავე კანონის მე-14 მუხლის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის, დაზღვევის ლიცენზიის (არა სიცოცხლისა) და გადაზღვევის ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმები თანდართული დანართის სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები