დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.152.016211
4
06/02/2015
ვებგვერდი, 11/02/2015
040090000.35.152.016211
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი,  მე-3 პუნქტების და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე, 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი (წლიური) საფასური განისაზღვროს ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (03/02/2011, 040090000.35.152.016029).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი