დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის ლიკვიდაციის მიზნით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018424 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის ლიკვიდაციის მიზნით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040030000.10.003.017741) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი; ბ) მისი დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 და მე-17 მუხლების გათვალისწინებით, 2015 წლის 1 მარტიდან ლიკვიდირებულ იქნეს ამ დადგენილებით დაფუძნებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). 2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: ა) უზრუნველყოს ცენტრის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და ლიკვიდაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; ბ) სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს წინადადებები ცენტრის უფლებამონაცვლის თაობაზე. 3. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ბალანსზე აიყვანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. 4. 2015 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი - 2015 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები