საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016563
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
07/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010240030.22.027.016563
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2015 - 07/12/2016)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №58

2015 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებ

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია  შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარულ/სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით);

ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია ასევე გამოცდილების ქონა პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების მიმართულებით);

გ) ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა ენების ცოდნა);

დ)  კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.