დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016062 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/02/2015 - 23/04/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერნეცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2) და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც: ა) CN – არის I მ2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ოზურგეთს მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში - 1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში - 0.8; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში - 0.7; დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს; ე.ბ) ქალაქის შუალედური ზონისათვის 30-ს; ე.გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 25-ს. 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
დანართი №2
|
ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები