დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.171.016059 |
|
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №12 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის N12 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (ვებგვერდი, 09/09/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება/ცვლილებები:
1. დებულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების განყოფილება; ბ) კულტურის განყოფილება; გ) გენდერული თანასწორობის განყოფილება; 2. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლი. 3. დებულებას დაემატოს 41 და 42 მუხლები. ა) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 41. სამსახურის განათლების განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების მართვას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ბ) 4 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 42. სამსახურის კულტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები